This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბალანსი

ბალანსი

მენეჯერებისა და ბუღალტრების საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით პროგრამა სრულყოფილი საოპერაციო და საბუღალტრო ნაწილით.

ქლაუდ (Cloud) ტექნოლოგია:

ქლაუდი მენეჯერებსა და ბუღალტრებს საშუალებას აძლევს ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

მხარდაჭერა

ბალანსში ჩაშენებულია მხარდაჭერის ჩათი - მომხარებელს ჩვენი გუნდის მხარდაჭერის მიღება შეუძლია პროგრამიდან გაუსვლელად. გარდა ამისა, შევქმენით სპეციალური support პორტალი ბაზის საფუძვლიანი დიაგნოსტიკისა და მომხმარებლის სხვა მოთხოვნების დასაფიქსირებლად.

რეპორტინგ სისტემა

ბალანსს აქვს 60-მდე რეპორტი, რომელიც ნებისმიერი პერიოდის ჭრილში გენერირდება მხოლოდ 1 კლიკით. გარდა ამისა შესაძლებელია სასურველი რეპორტის აწყობა კომპანიის სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.  ხოლო Cloud სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ამ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ დროს და ადგილას.

ავტომატიზებული ბუღალტერია

საოპერაციო ნაწილის back-ში ავტომატიზებულია ბუღალტერია, ანუ ყველა გატარება ავტომატურად ისახება. RS.ge-სთან სინქრონიზაცია კი უზრუნველყოფს ზედნადებების დამუშავებას რამდენიმე კლიკით და მზა ინფორმაციის მიღებას დეკლარაციებისთვის. შედეგად, ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯერს მეტი დრო რჩება ანალიტიკისთვის.

საწყობის მართვა

ბალანსში ნაშთების კონტროლი საწყობების მიხედვით: პროგრამულად ადევნებთ თვალს მარაგების გადაადგილებას საწყობებს შორის, შესაძლებელია პროდუქციის მინიმალური ნაშთების დადგენა და  პროდუქციის პარტიებისა თუ სერიების მიხედვით აღრიცხვა და კონტროლი. წარმოების ან რეალიზაციის პროცესში კი, შესაბამისი პროდუქცია ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.

წარმოების პროცესის აღრიცხვა

ბალანსს აქვს წარმოების სრულყოფილი მოდული, რომელშიც ავტომატიზებულია ყველა პროცესი - ნედლეულის შესყიდვიდან დაწყებული, საბოლოო პროდუქციის მიღებითა და რეალიზაციით დამთავრებული, წარმოების ყველა ტიპის ხარჯის განაწილება კი შესაძლებელია პროდუქტის თვითღირებულებაში.

გაყიდვების მოდული და მაღაზიის ავტომატიზაცია

გაყიდვების მოდულში პროგრამულად აისახება მყიდველებთან ურთიერთობის სრული პროცესი - კომერციული შეთავაზება და მის საფუძველზე  რეალიზაცია, რომელიც შეიძლება, ავტომატურად გაფორმდეს RS.GE-ზე. ერთსა და იმავე პროდუქტებზე შესაძლებელია დადგინდეს განსხვავებული ფასები -  განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის და განსხვავებულ ვალუტაში.

გარდა ამისა, ბალანსი ინტეგრირდება მაღაზიის ყველა მოწყობილობასთან: სასწორთან, სკანერთან, სალარო აპარატთან, ტერმინალთან. პროგრამას აქვს მოლარის ინტერფეისი - POS, შედეგად მოლარეც მუშაობს სწრაფად და უშეცდომოდ, მენეჯერს კი შეუძლია პროგრამულად აკონტროლოს მაღაზია.

შესყიდვების მოდული

შესყიდვების მოდულში შესაძლებელია მომხმარებლის შეკვეთების დაფიქსირება  და შემდეგ შესაბამისი შესყიდვების მიბმა, რეპორტებით შესყიდული პროდუქციის ძველი და მიმდინარე ფასების შედარება, განსაკუთრებული მომწოდებლებისთვის განსხვავებული პირობების დადგენა და იმპორტის შემთხვევაში პროდუქტის თვითღირებულებაზე ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების განაწილება.

ფულადი ნაკადების მართვა

ბალანსი ინტეგრირებულია ინტერნეტბანკთან. პროგრამა მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების მოძრაობისა და საბალანსო ანგარიშგებებს ავტომატურად აგენერირებს. შესაძლებელია ანგარიშგებების შედარებაც სასურველი პერიოდის ჭრილში. ასევე შესაძლებელია თანამშრომლების ხელფასების ზუსტი დაანგარიშება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოსა და დახარჯული დროის მიხედვით.