This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება

25 ნოემბერი 2023

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება. 

გენდერული ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრაში დამსაქმებლებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეგვიძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფვით, უპირველესად სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეფუძნება. 

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ორგანიზაციების შიგნით შევქმნათ შევიწროებისა და ძალადობის პრევენციისა თუ რეაგირების მექანიზმები, ვიმუშაოთ დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ.


#orangetheworld
#16Days
#WEPs
#EqualityMeansBusiness