This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • უძრავი ქონება და მშენებლობა

    მოკლე აღწერა

    მოგვწერე

უძრავი ქონება და მშენებლობა

ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური ტენდენციებით შეცვლილმა მომხმარებლის ქცევებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საცალო და სამომხმარებლო ბიზნესზე. გაჩნდა ერთის მხრივ გამოწვევები, მეორე მხრივ კი შესაძლებლობები, რომელსაც დროული და თანმიმდევრული რეაგირება სჭირდება. მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპანიები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ინდუსტრიაში არსებული ცვლილებებისა და გადაუდებელი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის, რისთვისაც საჭიროა ინფორმაცია, სწორი ანალიზი, მოქნილობა და  ეფექტური გადაწყვეტები მინიმალურ დროში.  

BDO-ს მრავალწლიანი გლობალური გამოცდილება და ლოკალური კომპეტენცია სამომხმარებლო სექტორში ინდუსტრიაში არსებული უნიკალური შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

ჩვენი ადგილობრივი გამოცდილება საცალო და სამომხმარებლო ბიზნესში მოიცავს:

 

ექსპერტები თქვენს სფეროში

BDO გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის აუდიტორულ, საგადასახადო, იურიდიულ, საკონსულტაციო და ციფრულ სერვისებს იმისათვის, რომ სწორად უპასუხოთ თანამედროვე ბაზრის გამოწვევებს თქვენს ინდუსტრიაში:

 

რას გთავაზობთ BDO?

ჩვენი ექსპერტები უზრუნველყოფენ, რომ მიიღოთ უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება და თქვენი საჭიროებების შესაბამისი სერვისები:

ბაზრის კვლევა და ანალიზი დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასთან ან ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული რისკები, ხარჯები და შემოსავლები.

გაიგე მეტი ► 

სახელფასო კვლევა მოგცემთ სრულყოფილ სურათს შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და თქვენს კომპანიაში არსებული HR პოლიტიკების შესახებ.

გაიგე მეტი ► 

საგადასახადო მომსახურება უზრუნველყოფს მუდმივად იყოთ საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში და სწორად მოახდინოთ მათი ინტეგრირება თქვენს ბიზნეს სტრატეგიაში მაქსიმალურად ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის.

გაიგე მეტი ► 

ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის გუნდი გაგიწევთ სრულ საბუღალტრო და სახელფასო აღრიცხვის  მომსახურებას პორტალის მეშვეობით, რომელიც გაგიადვილებთ დიდი რაოდენობის დოკუმენტების დახარისხებასა და ერთმანეთისთვის გაზიარებას კიბერსაფრთხეებისგან დაცულ ციფრულ გარემოში და შესაძლებლობას მოგცემთ თვალი ადევნოთ მიმდინარე პროცესებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.  

გაიგე მეტი ► 

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი დაგეხმარებათ შესაბამისობაში იყოთ კანონმდებლობასთან და გონივრული რწმუნების საფუძველზე დაასაბუთოთ, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.

გაიგე მეტი ► 

BDO ლეგალი უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის დაზღვევას იურიდიული რისკებისგან და დაგეხმარებათ სამართლებრივი საკითხების  გადაჭრაში, მათ შორის შრომითი სამართლისა თუ საფინანსო და საინვესტიციო სამართალის ნაწილში.

გაიგე მეტი ► 

BDO დიჯითალი გაგიწევთ სრულყოფილ კონსულტაციას თქვენი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და დაგეხმარებათ შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვაში იმისათვის, რომ პროცესები მართოთ ეფექტურად შესაბამისი სისტემების გამოყენებით, იქნება ეს საწყობის მართვის ინოვაციური გზა (WMS) თუ პროცესების ავტომატიზაცია (RPA).

გაიგე მეტი ► 


გაეცანით ჩვენი სერვისების სრულ ჩამონათვალს და ნახეთ რა გჭირდებათ თქვენი ბიზნესის უკეთესი მომავლისთვის.


 

ჩვენი პარტნიორები საცალო და სამომხმარებლო ბიზნესში


ქროსთი - კოკა ჭედია , CEO

სერვისი: მიმდინარე  ბუღალტრული აღრიცხვა 

 "მაშინ როცა ბიზნესის პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ზუსტად ვიცოდით იდეა და ბიზნეს კონცეფცია, თუმცა აუცილებლად გვჭირდებოდა  ფინანსების სწორი მენეჯმენტი. ბიდიოს პროფესიონალების გუნდის დახმარებით ჩვენ გვაქვს  გამართული საოპერაციო პროცესები, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ფინანსური ანალიზი და მეტი დრო ვაკეთოთ ის რაც ჩვენ უკეთ გამოგვდის. '’ 

 

 


 სერვისზე დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45

 საკონტაქტოს დატოვება