This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

ანგარიშგება და კომპილაცია

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის შესახებ კანონი განმარტავს და განსაზღვრავს ბიზნესის მიერ ანგარიშების წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, ასევე მისი აუდიტის კანონისმიერ საფუძვლებს საქართველოში.

კანონი ადგენს:

  • ანგარიშთა წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის კანონიერ საფუძვლებს
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პირობებს და პროცედურებს

საქართველოში აღრიცხვა რეგულირდება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით და სავალდებულოა, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

აღრიცხვის სტანდარტები მოიცავს საჯარო სექტორის აღრიცხვის სტანდარტებსაც, რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობის მიერ და კერძო სექტორის აღრიცხვის სტანდარტებს, რომელთა შორისაა ფასს-ები, ფასს-ები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და ადგილობრივი (ეროვნული) ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის.

სრული და ზუსტი ფინანსური ანგარიშგება და კომპილაცია (ფინანსური ანგარიშგების მომზადება ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების შესაბამისად), რასაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ, ბიზნესის ნდობის ხარისხს კონსულტანტის მიმართ არსებითად განსაზღვრავს.

ბიდიოს ექსპერტები მზად არიან კლიენტებს გაუწიონ სრული სპექტრის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც ბიზნესის მფლობელების, ინვესტორების, მარეგულირებელი ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს აკმაყოფილებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.