This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

საგადასახადო კონსულტაცია

ახალი ბიზნესის დაწყება და/ან ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის წარმართვა ყოველთვის წარმოშობს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებს. ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო კონსულტაციებს, რომლებიც გაწვდით საგადასახადო დაბეგვრის საკითხების დეტალურ გაგებას, რაც აუცილებელია ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

BDO ემსახურება კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ მსოფლიოში, რადგან მათ უწევთ ნავიგაცია რთული საგადასახადო ლანდშაფტის პირობებში. ბიზნეს-სამყარო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დრამატულად შეიცვალა. საერთაშორისო დაბეგვრა მუდმივ ცვლილებებს განიცდის განახლებული კომპლექსური წესებისა და  რეგულაციების გამო. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ყველა ბიზნესი, მასშტაბის მიუხედავად უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შერჩეული სტრუქტურით მუშაობს. სხვაგვარად მიზნობრივ ბაზრებზე გასვლა, პროდუქციისა და მომსახურების წარმოებისა და მიწოდების ეფექტური პროცესების შემუშავება იოლი არ არის. ბიზნესებმა გაიაზრეს, რომ ორგანიზაციაში კრიტიკული მნიშვნელობის ოპერაციებისა და აქტივების რესტრუქტურიზაციას მასშტაბური კომერციული მოგების მოტანა შეუძლია. ასეთი რესტრუქტურიზაცია ასევე იდეალური შემთხვევაა დაბეგვრის კუთხით ორგანიზაციის პოზიციის გადასახედად.

 

სერვისი მოიცავს:

►მიმდინარე / ერთჯერადი კონსულტაციას

► ოპერაციების საგადასახადო დაგეგმვა

► საერთაშორისო დაბეგვრა

► დახმარება წინასწარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45

საკონტაქტოს დატოვება