This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

სატრანსფერო ფასწარმოქმნა

სატრანსფერო ფასწარმოქმნა საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპს წარმოადგენს და ეხმარება მულტინაციონალურ საწარმოებს, რომ განხორციელებული  ოპერაციები შესაბამისობაში იყოს  გაშლილი ხელის პრინციპებთან.

საქართველოში სატრანსფერო ფასწარმოქმნის კვლევის ჩატარება ჭირდება ყველა რეზიდენტ საწარმოს, რომელთაც აქვთ ოპერაციები არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ან/და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირებთან. საწარმომ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია მის მიერ განხორციელებულ კონტროლირებულ ოპერაციებზე.

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გლობალური გამოცდილება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებებით, რაც საშუალებას გვაძლევს დაგეხმაროთ სატრანსფერო ფასწარმოქმნის  დოკუმენტაციის ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადებაში.

 

BDO-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სერვისი მოიცავს:

► სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადებას

► მხარდაჭერას წინასწარი შეთანხმების (APA) გაფორმების პროცესში

► მხარდაჭერას საგადასახადო შემოწმების და დავის პროცესში

სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო გარიგებები, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოებს წარუდგინონ სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს და ადასტურებს ხსენებული საერთაშორისო გარიგებების შესაბამისობას „გაშლილი ხელის“ პრინციპთან.

საქართველოს რეზიდენტ საწარმოებს უმეტეს შემთხვევაში აქვთ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტის მომზადების ვალდებულება, რომელიც მოიცავს ინდუსტრიის ანალიზს, საწარმოთა ჯგუფის ანალიზს, საწარმოს ანალიზს, ფუნქციურ ანალიზსა და ეკონომიკურ ანალიზს.

 

რატომ უნდა მოამზადოთ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია?

საწარმო წინასწარ არის ინფორმირებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის ნაწილში რისკების არსებობის ან არ არსებობის შესახებ და შეუძლია შესაბამისად დაგეგმოს მომავალი საქმიანობა.

საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში საწარმოს შესაძლებლობა აქვს მის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთოს კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დადებული ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა.

მცირდება საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმების შემთხვევაში დამატებით გადასახადების დარიცხვისა და საგადასახადო დავის საჭიროების რისკები.

სატრანსფერო ფასწარმოქმნის კვლევა საშუალებას აძლევს საწარმოს ისე განსაზღვროს კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დადებული ფასი, რომ ის შესაბამისობაში იყოს გაშლილი ხელის პრინციპთან.

BDO ერთ-ერთია მსხვილ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმათაგან, რომელსაც სატრანსფერო ფასწარმოქმნაში 400-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას ბიზნესი - ჩვენ ვემსახურებით სატრანსფერო ფასწარმოქმნის კლიენტებს ყველგან - უცვლელი ხარისხით.

BDO-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრაქტიკა ეხმარება კომპანიებსა და მათი ჯგუფის წევრებს, განიხილონ უნიკალური საგადასახადო შესაძლებლობები.  ჩვენი პროფესიონალები მუშაობენ სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკების შემუშავებაზე. ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ მიდგომას - სატრანსფერო ფასწარმოქმნის რესურსების ინტეგრირებას ადგილობრივ და საერთაშორისო სერვისებთან.

 

გაიგეთ მეტი სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება