• სამთო მრეწველობის მომავალი: 2020 (ENG)
სტატია:

სამთო მრეწველობის მომავალი: 2020 (ENG)

21 აგვისტო 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

უპილოტო ტექნოლოგია, ღრმაწყლოვანი გათხრები და სამთო ექსპედიციები მთვარეზე ოდესღაც მხოლოდ იდეები იყო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისთვის.

დღეს ეს ყველაფერი რეალობაა ან ძალიან ახლო მომავალია. 2020 წლისათვის ველოდებით, რომ ბევრი მათგანი უკვე ნორმად იქცევა.

დაბალი სასაქონლო ფასების შენარჩუნების პარალელურად, სამთომომპოვებლები იძულებული არიან გადახედონ თავიანთ ბიზნესმოდელს. მათ, ვინც ოპერაციებში ტექნოლოგიები ჩართეს, დაინახეს, რომ შემოსავლის ნაკადი გაეზარდათ, მაშინ როცა ის კომპანიები, სადაც ტექნოლოგიები არ იქნა გამოყენებული, ჩამორჩნენ.

ამ სფეროში ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა განუზომელია. უპილოტო ტექნოლოგია ზრდის მოპოვებული წიაღისეულის ოდენობას 15-20%-ით და ამავდროულად ამცირებს ხარჯებს საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე 10-15% და 8%-ით. გარდა ამისა, ის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის მოპოვების უსაფრთხოებას. ამავდროულად, ინტერნეტ ტექნოლოგიები ხელმისაწვდომს ხდის სამთომომპოვებელ მრეწველობას კიბერთავდასხმებისთვის, რაც დაცული უნდა იყოს შიდა კონტროლის მექანიზმებით. სხვა შემთხვევაში სამთომომპოვებელი კომპანიები რისკავენ, რომ მათი ოპერაციები ერთი კიბერშეტევით იქნება განადგურებული.  

გარდამავალ პერიოდში ბიდიოს ბუნებრივი რესურსების გლობალური გუნდი მუშაობს პროგნოზებზე, რათა სამთო მრეწველობის კომპანიებმა წინასწარ განსაზღვრონ მათი პრობლემები და შესაძლებლობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2020 წელს წარმატების მოსაპოვებლად სამთო სამრეწველო კომპანიები უნდა ცდილობდნენ იქცნენ „ფრთხილ, მწვანე, ციფრულ“ მანქანებად.  

გლობალური პროგნოზი ეფუძნება კვლევებსა და ბიდიოს ბუნებრივი რესურსებისა და სამთო მრეწველობის სფეროს ლიდერების მოსაზრებებს. სწორედ ამ ლიდერების მიერ 5 ქვეყნიდან, მომზადებულია პროგნოზები მათი ქვეყნების ჭრილში (ნახეთ ქვემოთ).


ბიდიოს გლობალური ხედვის შეჯამება სამთო მრეწველობის სფეროს ირგვლივ 2020 წლისათვის:

  1. რობოტები: 2020 წლისათვის რობოტები სამთო მრეწველების 50%-ზე მეტს ჩაანაცვლებენ, რის შედეგადაც სამთო მრეწველობის ინციდენტების რაოდენობა 75%-ით შემცირდება. მაღაროელების ნახევარი თავად გაივლის გადამზადებას  რობოტების მართვის ტექნოლოგიის ასამუშავებლად
  2. ევროკავშირის წესი კონფლიქტური მინერალების შესახებ: მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა 2020 წელს ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, რადგან კომპანიები ემზადებიან ევროკავშირის რეგულაციისთვის კონფლიქტური მინერალების შესახებ, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება
  3. კიბერუსაფრთხოება: 2020 წლისათვის ჰაკერები განახორციელებენ არანაკლებ 5 კიბერთავდასხმას სამთო მრეწველობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კიბერთავდასხმების ინიცირებისთვის ისინი გამოიყენებენ პერსონალის მუშა მოწყობილობებს
  4. ენერგიის განახლებადი წყაროები: 2020 წლისათვის, ენერგიის განახლებად წყაროებზე მოვა ელექტროენერგიის მსოფლიო წარმოების ერთი მეოთხედი, პარალელურად შესუსტდება ნახშირზე დამოკიდებულების მაჩვენებელი
  5. Internet of Things სამთო მრეწველობაში: გლობალური სამთომომპოვებელი კომპანიები, რომლებიც მაღაროში ინტერნეტთან დაკავშირების გადამცემებსა და ავტომატიზებულ მბურთავებს იყენებენ, შეამცირებენ თავის ხარჯებს ტონაზე 30%-ზე მეტად.

გაეცანით ჩვენ მიერ მომზადებულ პროგნოზებს სამთო მრეწველობაში 2020 წლისათვის, შემდეგი ქვეყნების ჭრილში: 

სამთო მრეწველობის ახლო მომავალი: ავსტრალია

სამთო მრეწველობის ახლო მომავალი: კანადა

სამთო მრეწველობის ახლო მომავალი: სამხრეთ აფრიკა

სამთო მრეწველობის ახლო მომავალი: გაერთიანებული სამეფო

სამთო მრეწველობის ახლო მომავალი: აშშ