• SQL სერვისი - რატომ ნელდება პროგრამის წარმადობა?
ბლოგი:

SQL სერვისი - რატომ ნელდება პროგრამის წარმადობა?

25 აპრილი 2018

პროგრამის უკან დგას DBMS - მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური მონაცემების მართვას, პროგრამისთვის საჭირო სტრუქტურით დახარისხებასა და მიწოდებას. DBMS-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული სისტემა MS SQL Server-ია.

იმისთვის, რომ პროგრამის  წარმადობა არ შეფერხდეს, როგორც ყველა მონაცემთა ბაზის მართვის სისტემას, MS SQL Server-საც სჭირდება მოვლა:

  • სარეზერვო ასლების შენახვა

  • ბაზის ოპტიმალური და სწრაფი მუშაობის უზრუნველყოფა

  • სერვერზე თავისუფალი სივრცის მონიტორინგი

  • სერვერის ფიზიკური რესურსების ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფა

MS SQL Server-ის გამართულობა განაპირობებს თქვენი ორგანიზაციის საბუღალტრო / საოპერაციო / ERP პროგრამების  წარმადობას. ჩვენ გთავაზობთ SQL Server-ის მოვლის მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს:

  • ბექაფების ზომის შემცირებას 60-დან 80 %-მდე

  • გადატარების დროის შემცირებას 15-დან 25%-მდე

  • მონაცემთა ბაზის ზრდის პროგნოზირებადობას

  • მონაცემთა ბაზის სტაბილურობას

აირჩიეთ MS SQL Server-ის მოვლის 3 პაკეტიდან თქვენთვის სასურველი