• კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება

დღესდღეობით კიბერთავდასხმები მკვეთრად იმატებს და სულ უფრო დახვეწილ და კომპლექსურ ხასიათს იღებს. კონფიდენციალური მონაცემები გაუთვიცნობიერებლად მჟღავნდება მოწყვლადი პირებისა და კომპანიების მიერ ისე, რომ არ ხდება მოსალოდნელი შედეგების გააზრება, რაც როგორც წესი, მნიშვნელოვანია (რეპუტაციის შელახვა, სამართლებრივი დავების ხარჯები, ადმინისტრაციული სანქციები და სხვა).

ჩვენი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები დაგეხმარებიან, შეინარჩუნოთ დაცული, მდგრადი და საიმედო IT გარემო და ამით მინიმუმამდე დაიყვანოთ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებული რისკები. კიბერთავდასხმების მიმართ ჩვენი კლიენტების მაღალი მგრძნობელობის შეფასების გათვალისწინებით, ჩვენი სერვისი მოიცავს:

  • კიბერრისკების შეფასებას
  • კიბერრისკების მართვის სტრატეგიას
  • კონფიდენციალობასა და მონაცემთა დაცვას
  • კიბერინციდენტებზე რეაგირებასა და მართვას

ბიდიო გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით:

  • კიბერრისკების შეფასება და უსაფრთხოების ტესტირება - რისკების შეფასება და ციფრული აქტივების სუსტი მხარეების გამოვლენა, პოტენციური და რეალური ზემოქმედების შეფასება, რისკების პრიორიტეტიზაცია დაცვაზე გაწეულ ხარჯებთან მიმართებაში. შეფასება, უსაფრთხოების ტესტირება, გამოსწორება და ანგარიშის მომზადება აღმასრულებელ დონეზე უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიციის ეფექტურობის შესაფასებლად.
  • სტრატეგია, პოლიტიკა და კიბერუსაფრთხოების პროგრამების შემუშავება - კომპლექსური პროგრამის შემუშავება და რეალიზაცია, რომელიც შეთანხმებულია ორგანიზაციაში მოქმედ რისკების მართვის სისტემასთან. მოიცავს სტრატეგიას, ორგანიზაციულ სტრუქტურას, მართვას, პოლიტიკასა და პროცედურებს, პროფესიონალურ მომზადებას, ასევე შიდა და გარე კომუნიკაციას.
  • ინციდენტებზე რეაგირების დაგეგმვა - ინციდენტებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და შემოწმება, რაც მინიმუმამდე ამცირებს მონაცემების ხელყოფით გამოწვეულ შედეგებს. სერვისი ასევე მოიცავს მიზეზების გამოვლენას და ითვალისწინებს ზომების მიღებას დაზარალებული უბნების აღდგენის მიმართულებით. ინციდენტებზე რეაგირების დაგეგმვა განიხილავს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს, ასევე ცალკეული პირების როლსა და მოვალეობებს.
  • Threat Intelligence - ცნობიერების ამაღლების ტრენინგი, რომელიც მოიცავს განახლებულ ინფორმაციას არსებული საფრთხის შესახებ, ტესტირებას შეღწევადობაზე, კიბერუსაფრთხოების გარემოს რეგულარულ შესწავლას, დაფარული ქსელის (dark web) დაზვერვასა და ანალიზს.
  • პლასტიკური ბარათების უსაფრთხოება - მონაცემთა დაკარგვის პოტენციური რისკის განსაზღვრა, შეფასების განხორციელება ადგილზე, ანგარიშების მომზადება შესაბამისობაზე (ROCs), ასევე სხვა ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხოების ტესტირების მიზნით.