• 1C: ERP

1C: ERP

ERP - საწარმოს რესურსების დაგეგმვის სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად მოზრდილი ორგანიზაციებისათვის, არის ძლიერი, ეფექტური გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს. სისტემა დაფუძნებულია 1C საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც გამორჩეულია არამხოლოდ ფართო შესაძლებლობებით, არამედ მაღალი წარმადობით. აღნიშნულ პლატფორმას შეუძლია უზრუნველყოს ძალიან მსხვილი კომპანიების ავტომატიზაცია, ისე რომ სისტემაში ერთდროულად ათასობით თანამშრომელი მუშაობდეს. 

1C ERP-ის საშუალებით ხდება კომპანიის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტიანობას - იხარჯება ნაკლები ადამიანური რესურსი, საგრძნობლად მცირდება პროცესების განსახორციელებლად საჭირო დრო, იზრდება კომპანიის საბრუნავი კაპიტალი, თავისუფლდება ქეში და ა.შ.  

BDO საქართველომ 1C ERP უკვე დანერგა ათეულობით მსხვილ ქართულ კომპანიაში და ჰყავს ბაზარზე ყველაზე გამოცდილი და დიდი გუნდი. ეს BDO-ს საშუალებას აძლევს კომპანიებს შესთავაზოს არამხოლოდ სისტემის საბაზისო ფუნქციონალის მორგება მათ პროცესებზე, არამედ დამატებითი შესაძლებლობების და ფუნქციონალის დეველოპმენტი. უკვე წლებია BDO-ს გუნდი ზრდის პროგრამის შესაძლებლობებს კლიენტი კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით. გარდა ამისა, წლების განმავლობაში BDO საქართველომ არაერთი 1C პროგრამა შექმნა, რომელიც კომპანიების საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს. 

1C: ERP-ის სწრაფი, ეფექტიანი და ზუსტი რეპორტინგის საშუალებით თქვენ ყოველთვის გაქვთ სრული ინფორმაცია კომპანიის მდგომარეობის შესახებ.

გაყიდვები: 1C ERP საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა პროცესების ავტომატიზაციით თუ სისტემის ფუნქციონალით მნიშვნელოვნად გაზარდოთ გაყიდვები. მაგალითად, ქსელური რითეილის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ პროდუქციის ასორტიმენტის სწორ შერჩევას რაც დაახლოებით 30%-ით შეამცირებს არაეფექტური საქონლის რაოდენობას.

სისტემაში შესაძლებელია ავტომატური ფასდაკლებების დაყენება, ლოიალურობის ბარათებზე დაგროვილი ქულების მართვა, ქვითრების დროებითი გადადება, მოლარის ინტერფეისიდან კორპორატიულ კლიენტებზე გაყიდვების დაფიქსირება, საგადასახადო პორტალზე (RS.GE) ზედნადებების ავტომატური ატვირთვა. ა.შ. აღნიშნულ ფუნქციონალთან ერთად, გაყიდვების დეტალური ანალიზი და მოქნილი ლოიალურობის სისტემა საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ შესაბამისი მარკეტინგული აქტივობები.

წარმოება: სისტემაში შესაძლებელია თვითღირებულების გამოთვლა პირდაპირი და ზედნადები ხარჯების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი ხარჯების გადანაწილება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, თვითღირებულების ანალიზი, გრძელვადიანი წარმოების პროცესის ავტომატიზაცია და ბევრი სხვა მექანიზმი, რათა ეფექტურად დაგეგმოთ და აკონტროლოთ წარმოების თითოეული ციკლი.

საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია: 1C ERP-ში შეძლებთ შეკვეთების დაფიქსირებას, მათი შესრულების ანალიზს, გაყიდვის პროცესის მხარდაჭერას გადახდის სხვადასხვა მეთოდებით ერთი და იმავე ოპერაციაშიც კი. გარდა ამისა, შესაძლებელია ვადაგადაცილებული დავალიანებების კონტროლი და შავი სიის წარმოება შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობით. დისტრიბუციის პროცესის მართვა, გაყიდვების თანამშრომლების მხარდაჭერა მობილური მოწყობილობით და მათი საქმიანობის სრული ავტომატიზაცია ასევე შედის სისტემის შესაძლებლობებში.

ფინანსური მენეჯმენტი და საბუღალტრო აღრიცხვა: მოდიფიცირებადი ანგარიშთა გეგმა, ანგარიშგებების შეუზღუდავი რაოდენობა სხვადასხვა ვალუტაში, ნებისმიერი სახის ფინანსური ინდექსების შექმნა, ბიუჯეტის შექმნა და კონტროლი, გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა ფასს-ის მიხედვით და სხვა.

WMS: მიწოდების თარიღების, ფასებისა და გადახდის პირობების განსაზღვრა და მონიტორინგი, კონტრაქტების ვადის გასვლის თარიღების კონტროლი, ხარჯების გადანაწილება შესყიდულ საქონელზე, ინვენტარისთვის შტრიხკოდების მინიჭება, ავტომატური შესყიდვის შეკვეთების განთავსება მიმდინარე მარაგების გათვალისწინებით, მარაგების მინიმალური დონის დადგენა და ინფორმატიული ანგარიშგებების გენერირება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

HR & Payroll: პერსონალის დაგეგმვა და მის მიხედვით თანამშრომლების დაქირავების კონტროლი, შვებულებების გრაფიკის შედგენა და ფაქტობრივი შვებულებების ანალიზი, მივლინებების დოკუმენტების შექმნა, სამუშაო საათების მონიტორინგი და ხელფასების დაანგარიშება ნამუშევარი საათების მიხედვით, შესრულების ან რომელიმე სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

შესყიდვები / მიწოდების ჯაჭვი: ავტომატურად განათავსეთ შეკვეთები მომწოდებლებთან და გააკონტროლეთ მათი შესრულება, განსაზღვრეთ გადახდის პირობები და შექმენით გადახდის კალენდრი. პროგრამა მიღებული ზედნადებების მიხედვით ავტომატურად შეავსებს შესყიდვის დოკუმენტებს. აკონტროლეთ პროგრამაში არსებული და RS.GE-ზე მიღებული ზედნადებების შესაბამისობა, გამოთვალეთ რეტრო ბონუსები მომწოდებლების მხრიდან და აღმოაჩინეთ ბევრი სხვა შესაძლებლობა. ეს ყველაფერი სხვა ფუნქციებთან ერთად საშუალებას მოგცემთ არამარტო აკონტროლოთ შესყიდვების ოპერაციები, არამედ შეარჩიოთ ოპტიმალური მომწოდებლები.

CRM - დაინტერესებულ მხარეთა სრული მონაცემთა ბაზის შექმნა, კლიენტებთან ურთიერთობების მნიშვნელოვანი მომენტების (შეხვედრები, ზარები და ა.შ.) შექმნა, ფაქტობრივი გაყიდვების რეგისტრაცია კომერციულ წინადადებებთან მიმართებით, მომხმარებელთა საჩივრების ჩაწერა და რეაგირების კონტროლი, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და საჭირო შეხსენებების დაყენება.

როგორ გეხმარებათ ERP სისტემა?

  • ის ხდის რეპორტინგს უფრო მარტივს და თქვენს საჭიროებებზე მორგებადს
  • იგი ამცირებს ხელით სამუშაოს ყველა დონეზე
  • მონაცემების შეგროვება მარტივს ხდის, რადგან ყველა ინფორმაცია განლაგებულია ერთ სივრცეში
  • იგი დაგეხმარებათ უკეთ გააანალიზოთ თქვენი ადამიანური რესურსები - გაანალიზოთ ინდივიდუალური შესრულება სხვადასხვა ბიზნეს არეში, ასევე ოპერაციული ზონის ჯამური შესრულება
  • უფრო ადვილად უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურების მაღალ ხარისხს - გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების თანამშრომლებს მომხმარებლების ინფორმაციასა და ისტორიაზე სწრაფი და ზუსტი წვდომის საშუალებით მათთან უკეთესი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ.

თქვენი ERP სისტემის ინტეგრირება BI (ბიზნეს ანალიტიკის სისტემა) სისტემასთან საშუალებით გაძლევთ იხილოთ მონაცემები ნებისმიერ ჭრილში და მოარგოთ რეპორტები თქვენს ნებისმიერ საჭიროებას.

ჯერ კიდევ ფიქრობთ რომ ERP გადაწყვეტილება ფუფუნებაა? ალბათ გაგიკვირდებათ, რომ იცოდეთ რა ძვირი გიჯდებათ არაეფექტური პროცესები. თუ თქვენი თანამშრომლები იყენებენ გარე სისტემებს და ხელით შეაქვთ მონაცემები ერთი სისტემიდან მეორეში, ან ექსელის ცხრილებში ეწევიან ყოველდღიურ საქმიანობას,, ძვირადღირებული შეცდომების შანსის ზრდასთან ერთად, თქვენ შეიძლება ყოველთვიურად ასობით პროდუქტიულ საათს კარგავდეთ.

ჩვენი მიზანი არ არის მორიგი ERP პროექტის განხორციელება. ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნესი ეფექტიანი გავხადოთ.