• SAP Business One

SAP Business One

SAP Business One წარმოადგენს ერთიან  სისტემას, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ყველა ძირითადი პროცესის მართვისა და ანალიზის საშუალებას აძლევს და უმარტივებს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. ის სრულად ლოკალიზებულია, რაც ქართულ ინტერფეისს, ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საგადასახადო პორტალთან (RS.ge) და ინტერნეტბანკებთან ინტეგრაციას გულისხმობს.

პროგრამა SAP Business One აერთიანებს ძირითადი ბიზნეს-პროცესების მართვისა და ანალიზის ფუნქციონალს შესყიდვების, გაყიდვების, CRM-ის, მარაგებისა და საწყობის მართვის, წარმოების, პროექტების მენეჯმენტის, ფინანსური აღრიცხვისა და HR-ის მიმართულებით.

SAP Business One-ში სამშენებლო სფეროს ძირითადი პროცესები სრულად არის ავტომატიზებული:

  • ხარჯთაღრიცხვის (ე.წ. „სმეტა“) შედგენა ძირითადი სამუშაოებისა და გეგმიური ფასების დეტალიზაციით
  • შესყიდვების მართვა და ოპტიმალური შემოთავაზების შერჩევა
  • ხარჯთაღრიცხვის რედაქტირება შესყიდვების განხორციელების შემდეგ
  • სამშენებლო პროექტის მსვლელობის მონიტორინგი
  • გეგმიური ხარჯთაღრიცხვიდან გადახრის კონტროლი
  • შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა-ფაქტიური ანალიზი
  • პროექტის ჭრილში სრული ფინანსური ანგარიშგების შედგენა
  • როგორც ძირითადი, ისე ობიექტზე არსებული საწყობების სრული მენეჯმენტი
  • სამშენებლო ძირითადი საშუალებების კონტროლი
  • ტექნიკის რესურსების მართვა

SAP Business One სამშენებლო კომპანიებს დაეხმარება შეინარჩუნონ მარაგების ოპტიმალური რაოდენობა და შეამცირონ დანაკარგის რისკები, უზრუნველყონ დროული ანგარიშსწორება კლიენტებთან და მომწოდებლებთან, აკონტროლონ თავისუფალი სიმძლავრეები ტექნიკისა და ადამიანური  რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის.

სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის პროექტების ჭრილში აღრიცხვა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია. ამ ინდუსტრიისთვის განვითარებულ SAP Business One-ს აქვს პროექტის მენეჯმენტის სრულყოფილი მოდული, რომელიც პროექტის ცალკეული ეტაპების, მათი შესრულების, ვადებისა და ფინანსური შედეგების კონტროლის საშუალებას იძლევა.

SAP Business One-ის დახვეწის და განვითარების პროცესი მუდმივად გრძელდება. ამჟამად სპეციალურად დეველოპერული კომპანიებისთვის ვითარდება შიდა განვადების აღრიცხვის ფუნქციონალი: განვადების გრაფიკის ავტომატური გენერირება, მიმდინარე გრაფიკების მიხედვით პროცენტების ავტომატურად დარიცხვა და ასახვა საბუღალტრო ნაწილში.

SAP Business One ადმინისტრირების კუთხითაც ამარტივებს საქმიანობას: პრობლემების გადაჭრის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების რეესტრი გამოცდილების გაზიარების მარტივი გზაა და პრობლემების მართვის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს. SAP Business One-ში შესაძლებელია მშენებლობასთან დაკავშირებული ფაილების (დოკუმენტაცია, დაგეგმარების ნახაზები და სხვ.) თავმოყრა ერთ სივრცეში. პროექტის ორგანაიზერი კი მენეჯერებს დაეხმარება არ გამორჩეთ პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.

SAP Business one-ის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით Persona - Fiori ტექნოლოგიაზე დაფუძნებული HR ედონი. პერსონა ერგება ყველა ტიპის მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის იყენებენ SAP Business One-ს.

პერსონა ინტუიტიური აპლიკაციაა, რომელიც HR მენეჯერის სამუშაო სივრცეს მარტივსა და ადვილად გამოსაყენებელს ხდის. SAP Business One-თან ერთად, პერსონა საშუალებას მოგცემთ ერთ სივრცეში მართოთ HR პროცესები და აწარმოოთ სახელფასო აღრიცხვა. ეს საგრძნობლად შეგიმცირებთ ხელით სამუშოსა და ქაღალდების საჭიროებას. აპლიკაცია აგვარებს ადამიანური რესურსების მართვისა და საბუღალტრო სისტემებში მონაცემების ორჯერ შეყვანის პრობლემას და ამცირებს არასწორი მონაცემების დაფიქსირების რისკს.
აპლიკაცია აგვარებს ადამიანური რესურსების მართვისა და საბუღალტრო სისტემებში მონაცემების ორჯერ შეყვანის პრობლემას და ამცირებს არასწორი მონაცემების დაფიქსირების რისკს.

SAP Business One-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sapb1.ge