This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

ბიზნეს კონტაქტები

კონტაქტების შესახებ პირადი მონაცემების შეგროვება მოიცავს სახელის, ტიტულის, ტელეფონის ნომრის, ელ. ფოსტის და სხვა საქმიანი საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერას. ჩვენ შესაძლოა მოვაგროვოთ დამატებითი დეტალები მიღებული ელექტრონული წერილიდან (გამომგზავნის სახელი და გვარი, მიმღების სახელი და გვარი, თარიღი და დრო) და კალენდარში ჩანიშნული ღონისძიებიდან (ორგანიზატორის და მონაწილის სახელი და გვარი, ღონისძიების თარიღი და დრო).

ბიზნეს კონტაქტების პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამოყენებული და ხელმისაწვდომი იყოს ბიდიოს თანამშრომლების მიერ ექაუნთის, დამკვეთის ან ახალი შესაძლებლობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, შემდეგი სავარაუდო მიზნებით:

  • ჩვენი ბიზნესისა და სერვისების განვითარებისთვის
  • თქვენთვის ბიდიოს და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად
  • თქვენი პერსონალური მონაცემების გასაზიარებლად ბიდიოს თანამშრომლებისთვის სერვისების მიწოდების და ახალი სერვისების შეთავაზებისთვის
  • თქვენი მსგავსი ბიზნეს საჭიროებების მქონე დამკვეთების გამოვლენისთვის
  • ანალიზის გაკეთების დროს, მაგალითად საბაზრო ტენდენციების, ნეტვორკინგის ან გაყიდვების შესაძლებლობების თემებზე

ჩვენ დავამუშავებთ ბიზნეს კონტაქტების პერსონალურ მონაცემებს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, თუ მას ასეთი მოეთხოვება. ჩვენს ინტერესებშია ბიზნეს კონტაქტების მონაცემების გამოყენება ჩვენი სერვისებისა და სხვაგვარი კომუნიკაციის მიწოდებისთვის, რაც ვთვლით, რომ მათთვისაც საინტერესო იქნება.