This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

კორპორატიული კლიენტების თანამშრომლები

ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, ვაგროვებთ მხოლოდ ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც აუცილებელია კონკრეტული მიზნებისთვის და ვთხოვთ ჩვენ დამკვეთებს, გაგვიზიარონ თავისი თანამშრომლების პერსონალური მონაცემები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ზემოხსენებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

როდესაც ჩვენ ვსაჭიროებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას პროფესიული სერვისის გასაწევად, ვთხოვთ დამკვეთებს, მიაწოდონ ამ პერსონალური მონაცემების სუბიექტებს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენს დამკვეთებს შეუძლიათ, თავად გაეცნონ ბიდიოს უსაფრთხოების განაცხადის შესაბამის ქვეთავს ან მოიწვიონ თავიანთი თანამშრომლები მის გასაცნობად, თუკი საჭიროდ ჩათვლიან.

ზოგადად, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი დამკვეთებისაგან ან მესამე მხარეებისაგან დამკვეთისავე მითითების თანახმად.

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • პროფესიული მომსახურების გასაწევად - ბიდიო დამკვეთებს სთავაზობს ფართო სპექტრის პროფესიულ სერვისებს (გადადით ბმულზე მეტი ინფორმაციისთვის). ჩვენი ზოგიერთი სერვისი მოითხოვს პერსონლაური მონაცემების დამუშავებას კონკრეტული კონსულტაციის გაწევის ან შეთანხმებული შედეგის მისაღწევად. მაგალთად, ჩვენ ვამოწმებთ სახელფასო უწყისებს, როგორც აუდიტის პროცესის ნაწილს.
  • ჩვენი ბიზნესის და მომსახურებების ადმინისტრირების, მართვისა და გავითარებისთვის -  ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს ბიზნესის სათანადო წარმოებისთვის, მათ შორის: დამკვეთებთან ურთიერთობების მართვისა და ჩვენი ბიზნესისა და სერვისების განვითარებისთვის.

იმ შემთხვევაში, როცა ვასრულებთ კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როგორიცაა მაგალითად საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ან მტკიცებულებების მოპოვება ან გაწეული პროფესიული სერვისების დოკუმენტირება, მონაცემთა დამუშავების პროცესი სრულად ხვდება კანონიერი ვალდებულების შესრულების ჩარჩოებში.

ჩვენ დავამუშავებთ კორპორატიულ დამკვეთებთან დაკავშირებული ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე (მაგალითად პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის დამსაქმებლისთვის მომსახურების გაწევა) ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, თუ მას ასეთი მოეთხოვება.