This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

ჩვენი ვებგვერდის სტუმრები

ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდზე ზოგადად თავად წყვეტენ, რა ხარისხით გაგვიზიარებენ პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ შესაძლოა ავტომატურად ჩავინიშნოთ შეზღუდული მოცულობის პერსონალური მონაცემები ვებგვერდზე გამოყენებული cookies-ის მეშვეობით.

ვებგვერდის ვიზიტორიებისაგან ჩვენ ვიღებთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი და გვარი, ტიტული, კომპანიის მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები. ასე ხდება, როდესაც მაგალითად ვიზიტორი გამოიწერს ვებგვერდიდან სიახლეებს და სხვა.

ჩვენ ვიყენებთ მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს ‘cookies’, რომელიც განთავსებულია თქვენს მყარ დისკებზე. მათი დანიშნულებაა, დაგეხმაროთ ბრაუზერში ძიების და ნავიგაციის პროცესში იმით, რომ გამოიტანოს თქვენთვის სავარაუდოდ ყველაზე რელევანტური და საინტერესო კონტენტი. Cookies-ის გამოყენება სტანდარტული საოპერაციო პროცედურაა ვებგვერდების უმეტესობისთვის. თუმცა თუ თქვენ დისკომფორტს გიქმნით მათი გამოყენება, ბრაუზერების უმეტესობა ვიზიტორს აძლევს არჩევანის საშუალებას, დაუშვას ან არ დაუშვას cookies-ის გამოყენება.

ჩვენ ვებგვერდზე რეგისტრაციის გასავლელად, ვიზიტორმა უნდა მიიღოს cookies-ი. თუ ვიზიტორი უარს იტყვის cookies-ის გამოყენებაზე, შესაძლოა ვებგვერდის გარკვეული ფუნქციონალი სათანადოდ აღარ მუშობდეს. ჩვენი ვებგვერდის დატოვების შემდეგ, ვიზიტორს ყოველთვის შეუძლია წაშალოს cookies-ი საკუთარის სისტემიდან, თუკი მოისურვებს.

როცა ვებგვერდის ვიზიტორი გვიზიარებს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ მათ ვიყენებთ იმ დანიშნულებით, რისთვისაც თავდაპირველად მონაცემების გაზიარება მოხდა. ტიპიურად, პერსონალური მონაცემები ვებგვერდის ვიზიტორებისგან გროვდება შემდეგი სავარაუდო მიზნებისთვის: 

  • საიტის რომელიმე არეში რეგისტრაცია
  • სიახლეების გამოწერა
  • შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა
  • მოთხოვნილი მასალების გავრცელება
  • ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისთვის საჭირო პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შესრულება
  • ჩვენი ვებგვერდის ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის პიროვნების ავთენტიფიკაცია და დადასტურება და არაავტორიზებული წვდომების კონტროლი შეზღუდულ არეეზე, პრემიუმ კონტენტსა ან სხვა სერვისებზე, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის
  • მონაცემთა აგრეგაცია ვებგვერდის ანალიტიკისა და გაუმჯობესებისთვის

ჩვენ ვამუშავებთ ვებგვერდის ვიზიტორების პერსონალურ მონაცემებს ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესებზე ან პეროსონალურ მონაცემთა სუბიქტის თანხმობაზე დაყრდნობით, თუ მას ასეთი მოეთხოვება. მაგალითად, ჩვენ ინტერესებშია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მარკეტინგი რელვანტურია კონკრეტული პირებისთვის და ამისთვის შესაძლოა დავამუშაოთ და მივაწოდოთ პერსონალური მონაცემები ჩვენს მარკეტინგს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტისთვის სწორად შერჩეული და მორგებული კომუნიკაცია.