This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • გლობალური ქსელი

გლობალური ქსელი

BDO არის გლობალური ქსელი, სადაც 2022 წლის მდგომარეობით, 111,307 პროფესიონალი კადრი 164 ქვეყნისა და ტერიტორიის 1,803 ოფისში კლიენტებს უწევს კონსულტაციებს აუდიტორული, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული მიმართულებით. 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, BDO-ს საერთო შემოსავალი $ 12,8 მილიარდს შეადგენს.

ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი მომსახურების ხარისხს და ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას ჩვენს წარმატებაში. როგორც ქსელი, ჩვენ, ყოველთვის, თავს ვალდებულად ვთვლით, კლიენტისთის უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიგვეწოდებინა და 2012 წელს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლიენტთა განსაკუთრებული მომსახურების ჩვენეული განმარტება, რომელმაც შემდეგნაირად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ხედვასა და მისიაში: ვიყოთ ლიდერები კლიენტებისათვის გამორჩეული მომსახურების მიწოდებაში. მომსახურების მაღალი ხარისხის ცნება ჩართულია ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ და იგი გაცნობიერებული აქვს ჩვენს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ცდილობენ თავისი ყოველდღიური საქმიანობა, სწორედ ამ ხედვის შესაბამისად წარმართონ.