This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

შერწყმა და შეძენა

როდესაც თქვენ ყიდულობთ ან ყიდით ბიზნესს, ან კომპანიის ზრდისთვის აგროვებთ თანხებს, თქვენ ეძებთ დამოუკიდებელ შეფასებას პროფესიონალებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ ბაზარს. თქვენი კომერციული უპირატესობის უზრუნველსაყოფად კი მათ ზუსტად უნდა ესმოდეთ თქვენი ბიზნეს კონცეფცია და მიზნები.

ჩვენი კორპორაციული ფინანსების გუნდს შეუძლია შეძენის, გაყიდვისა და ფონდების მოზიდვით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს გაუწიოს ფართო სპექტრის მომსახურება, როგორც შემძენი, ისე გამყიდველი მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

 

სერვისი მოიცავს:

► ბიზნესის მიდმინარე მდგომარეობისა და საჭიროების ანალიზს

► კომპლექსურ საოპერაციო მოდელირებას

► კონსულტაციებს შესაძლო წინდადების მოსამზადებლად

 

შესყიდვის მხარე

იმის ცოდნა, თუ რა უნდა მოძებნოთ პოტენციურ ბიზნესში სანამ მის შეძენას გადაწყვეტთ, ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ პროფესიონალ კონსულტანტს შეუძლია დაგეხმაროთ სწორი სამიზნე შენაძენის პოვნაში. ბიდიოს გამოცდილი გუნდისგან მიიღებთ რჩევებს თქვენი შენაძენის სწორად შეფასების; შეთავაზების პირობების;  შეძენის ტაქტიკის და სხვა პროცედურული დეტალების შესახებ.

 

გაყიდვის მხარე

თუ თქვენ ყიდით ბიზნესს, ჩვენ დაგეხმარებით პოტენციური მყიდველების იდენტიფიცირებაში; მოლაპარაკებების წარმოებაში; სწორი საფასო პოლიტიკისა და სტრატეგიის შერჩევაში. ჩვენი გუნდის გამოცდილება მოიცავს გაყიდვის მხარის წარმომადგენლობას როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში .

გაყიდვის სერვისი მოიცავს:

► სავარაუდო შეფასებას

► საინფორმაციო მემორანდუმის მომზადებას

► პოტენციური მყიდველების / ინვესტორების გამოვლენასა და მათთან კონტაქტების დამყარებას

► პირველადი წინადადებების განხილვას

► დასრლებამდე საკონტრაქტო მოლაპარაკებების წარმოებას

► საგადასახადო კონსულტაციას

 

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება