This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

საპენსიო შენატანის აღრიცხვა და ადმინისტრირება

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ამოქმედდა, რომელიც არეგულირებს მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დაგროვებითი საპენსიო სქემა გულისხმობს შენატანებს, რომლებსაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო განახორციელებენ. "BDO აკადემიის" სემინარის მიზანია დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობებისა და საპენსიო აქტივების მართვის შესწავლა.

სემინარი განკუთვნილია 

  • HR სპეციალისტებისთვის 

  • HR მენეჯერებისთვის 

  • ბუღალტრებისთვის

სემინარის მეთოდოლოგია

სემინარს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ტრენინგის მონაწილეები

სემინარის თემატიკა

  • დაგროვებითი საპენსიო სქემის ზოგადი აღწერილობა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ფიზიკური პირები და განაცემები
  • საჭირო ცვლილებები შრომით ხელშეკრულებებსა და მომსახურების ხელშეკრულებებში
  • მოსალოდნელი ცვლილებები დამქირავებლის ხარჯების სტრუქტურაში
  • საპენსიო შენატანების გაანგარიშება ხელფასსა და მომსახურების ღირებულებაზე
  • საპენსიო შენატანების სარგებელზე გაანგარიშების მეთოდები ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასა და ადმინისტრირებაში
  • საპენსიო შენატანების ბუღალტრული აღრიცხვა და ადმინისტრირება ამ დრომდე დაურეგულირებელი და ბუნდოვანი საკითხები

სემინარის გავლის შემდეგ შეძლებთ

  • საპენსიო შენატანების გადახდას დაქვემდებარებული ტრანზაქციების იდენტიფიცირებას
  • შრომითი ხელშეკრულების ცვლილების საჭიროების დადგენას ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების მოსალოდნელი ცვლილების გაანგარიშებას
  • ბუნდოვანი, არარეგულირებული საკითხების იდენტიფიცირებას
  • ელექტრონული ფოსტით მიიღონ ინფორმაცია რეგულაციებში შესული სიახლეების შესახებ 3 თვის განმავლობაში