This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • აირჩიეთ ენა: KA EN 
  • სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეები # 40

სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეები

Original content provided by BDO

 

თითქმის 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც OECD-მ (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 2021 წლის ოქტომბერში დააანონსა, რომ 135 ქვეყანა (რაც მიმდინარე მდგომარეობით უკვე 137-ია) შეთანხმდა გლობალურ გარიგებაზე, რომელიც მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსავალის ნაწილს გადაანაწილებს იმ საბაზრო იურისდიქციებში, სადაც ლოკალიზებული არიან მათი კლიენტები და მომხმარებლები. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა პროცესის ყველაზე იოლი ნაწილი იყო, ვინაიდან OECD ჯერ კიდევ ცდილობს, შეიმუშავოს წესების სისტემა, რომ შესრულდეს ამ გარიგების პირველი კომპონენტი. 

დაანონსების შემდეგ, OECD-მ გამოსცა რამდენიმე სამუშაო ვერსია საჯარო განხილვისთვის წესების დეტალური განმარტებით, რომელიც მიღებული იქნება მონაწილე იურისდიქციების მიერ პირველი კომპონენტის Amount A-ს განსასაზღვრად. უკანასკნელი გამოცემა, პროგრეს რეპორტი პირველი კომპონენტის შესახებ, გამოქვეყნდა ივლისში და ღია იყო დაინტერესებული მხარეების კომენტარებისთვის. 71-მა ორგანიზაციამ, BDO-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის გლობალური გუნდის ჩათვლით, გაგზავნა თავიანთი ხედვები სამუშო ვერსიასთან დაკავშირებით და 12 სექტემბერს შედგა საერთო კონსულტაციები ზოგიერთი მოსაზრების განსახილველად. როგორც ჩანს, არ არსებობს საერთო ხედვა თუ რომელია საუკეთესო გზა პირველი კომპონენტის განხორციელების მიმართულებით. 

ვიდრე პირველ კომპონენტთან დაკავშირებული საგა განაგრძობს სატრანსფერო ფასწარმოქმნით დაინტერესებულთა ყურადღების მიპყრობას, სხვა მოვლენები ასევე საჭიროებს ყურდღებას. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი არის კანონმდებლობის მიღების პროცესში, რომელიც მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან მოითხოვს ძირითადი (master) ფაილის, ლოკალური ფაილისა და შემაჯამებელი აუდიტორული ფაილის წარმოებას სატრნსფერო მიზნებისათვის. ისრაელი ანალოგიური საკანონმდებლო გზით წავიდა და დაამტკიცა სატრანსფერო ფასწარმოქმნის კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შეიყვანს სამდონიან მოთხოვნას დოკუმენტაციებისადმი BEPS Action 13-თან მიმართებით. ნიდერლანდები ასევე სრულყოფს თავის კანონმდებლობას სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ - ქვეყანამ გამოსცა ახალი მითითება, რომელიც განმარტავს "გაშლილი ხელის" პრინციპის გამოყენებას და ასევე აახლებს მითითებებს ფინანსურ ოპერციებთან და შიდაჯგუფურ სერვისებთან დაკავშირებით. 

და ბოლოს, ავსტრლიამ გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტი Multinational Tax Integrity and Tax Transparency, რომელშიც განხილულია, თუ რას მიიჩნევს მთავრობა გადასახადებისგან თავის არიდების პრაქტიკად მულტინაციონალური კომპანიების (MNEs) მიერ და მოიცავს მოწოდებას გამჭვირვალობის ზრდისკენ MNEs-თვის საგადასახადო ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით. 

ნახეთ საინფორმაციო ბიულეტენი