This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • მდგრადი განვითარების გზამკვლევი - დამხმარე სახელმძღვანელო ბიზნესისთვის (ENG)
სტატია:

მდგრადი განვითარების გზამკვლევი - დამხმარე სახელმძღვანელო ბიზნესისთვის

03 ივნისი 2022

Original content provided by BDO

BDO პრაქტიკული მიდგომებით მეგზურობას უწევს კლიენტებს მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში. ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი ფასეულობის შექმნასა და მატერიალური რისკების მართვაზე ფოკუსირდება. 

BDO-ს მდგრადი განვითარების გზამკვლევი (შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ), დაგეხმარებათ ბაზრის ფუნდამენტური მამოძრავებლებისა და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გააზრებაში, რომელიც ორგანიზაციას სჭირდება მდგრადი განვითარების მიმართულებით გასააქტიურებლად. 

მდგრადობა თავისი არსით, თემის სიღრმით და კომპლექსურობით ნამდვილი გამოწვევაა. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი მდგრადობას ასე განმარტავს: "რაიმეს კონკრეტულ დონემდე ან მაჩვენებლამდე შენარჩუნების უნარი და/ან ბუნებრივი რესურსების განლევის თავიდან არიდება ეკოლოგიური ბალანსის მისაღწევად". კომპანიები თემაზე სასაუბროდ იყენებენ 'მდგრადობას', როგორც უნივერსალურ ტერმინს. 

მდგრადობის განმარტება, მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და სიტყვის მნიშვნელობაც კი დროთა განმავლობაში შეიცვალა. ბიზნესისთვის ეს იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ევოლუციის შედეგად წარმოქმნილი თემა. CSR თავის მხრივ ბიზნესის საქმიანობის შედეგების დადებითი გავლენის პრომოუშენის პრაქტიკას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკებს წარმოადგენს. ამ ევოლუციის შედეგად გამოიკვეთა ბიზნესისთვის ESG-მდე (გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის არეები), რომელიც წარმოადგენს მაჩვენებლებსა და გაზომვებზე დაფუძნებულ ანგარიშგების პროცესს და ხელს უწყობს შეფასების, მონიტორინგისა და გაუმჯობესების პრაქტიკების დანერგვას. 

მასშტაბისა და სიღრმის გათვალისწინებით, რომელსაც მდგრადობა მოიცავს, ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ ESG-ის მოკლე მიმოხილვა და აღვწეროთ, თუ როგორ შეიძლება კომპანია მიუდგეს მდგრადი განვითარების პრაქტიკის დანერგვას ორგანიზაციაში მისივე და საზოგადოების სასიკეთოდ.

მდგრადობის პარამეტრები ყველა ტიპის ბიზნესისთვის თამაშის ახალ წესებს ადგენს

მსოფლიო ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი განაცხადები, რომელიც მიმართულია პარიზის შეთანხმების შესრულებისკენ (გამონაბოლქვის შენარჩუნება 1,5-გრადუსიან მაჩვენებელზე დაბლა) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები უზარმაზარ გავლენას ახდენს არსებულ ბიზნესგარემოზე. მთავრობების ინტერვენციის ზრდასთან ერთად, ბიზნესი და სხვადასხვა ინსტიტუტები ასევე  მზარდ როლს თამაშობენ წარმოებისა და მოხმარების არამდგრადი მოდელების შეცვლის საქმეში. 

ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, რომელიც აჩვენებს მდგრადობის ფართო ხასიათს იმასთან მიმართებით, თუ როგორ ცვლის ბიზნესგარემოს ეს გარდამავალი პოლიტიკები და პრაქტიკები. 

ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლა: ევროკავშირმა ევროპის 2021-2027 წლების ბიუჯეტის 30% გამოყო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის და ევროკავშირის ახალი კანონისთვის კლიმატის შესახებ, რომელმაც აუცილებელ ვალდებულებად უნდა აქციოს პოლიტიკური დაპირება იმის შესახებ, რომ 2050 წლისათვის ევროკავშირი ნულოვან ემისიას მიაღწევს. 

წრიული ეკონომიკა: Walmart-მა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი რითეილერია, დაისახა მიზანი გახდეს რეგენერაციული კომპანია ნულოვანი ემისიით 2040 წლისათვის. 

გენდერული თანასწორობა: ნორვეგიის უმსხვილესმა ბანკმა ახალახანს გაწყვიტა ბიზნესკონტრაქტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის იურიდიულ ფირმასთან, რადგან ამ უკანსკნელმა ვერ შეძლო დაედასტურებინა დოკუმენტებით ან სხვა მტკიცებულებით, რომ მის წილობრივ პარტნიორებს შორის გენდერული თანასწორობის მხრივ ძალისხმევას მიმართავდა ან პროგრესი ჰქონდა. 

ფინანსური მდგრადობა: SDFR (რომელიც ევროკავშირის მდგრადი ფინანსური რეგულატორია) ითხოვს, რომ აქტივების მმართველებმა გაასაჯაროვონ ინფორმაცია ESG რისკების შესახებ მათ პორტფოლიოში, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ამ რისკებს. 

დროა, ახლებურად გავიაზროთ მიდგომები ბიზნესისადმი

იმის გააზრება ბიზნესისთვის, თუ რამხელა გავლენა აქვს მისი ოპერირების ხასიათს და შედეგებს საზოგადოებრივ, ეკოლოგიურ და მმართველობით  სისტემებზე, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენივე მომავალს, რომელიც თუკი გვინდა, რომ ღირსეული გვქონდეს, სერიოზულ ცვლილებებს და გადაფასებებს მოითხოვს დამოკიდებულებების თვალსაზრისით

ჩვენ ვთვლით, რომ ბიზნესის ყველა ელემენტი შეიძლება განხილულ იქნას მდგრადი განვითარების ჭრილში და თუ გვინდა, რომ ბიზნესმა გაუძლოს თანამედროვე მოთხოვნებს, გამოიჩინოს მოქნილობა და შექმნას გრძელვადიანი ფასეულობა, ბიზნესის მდგრად მოდელზე გადასვლას ალტერნატივა არ აქვს. ახლა საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, "უნდა" მიიღოს თუ არა კომპანიამ რაიმე ზომები - რადგან ახლა უმოქმედობა მიუღებელია - ახლა მთავარი ისაა, თუ როგორი საპასუხო რეაქცია ექნებათ კომპანიებს. ჩვენ გვჯერა, რომ ესაა სწორი გზა. 

Covid-19-მა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა შეგვახსენა თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ჩვენი ეკონომიკა, გარემო და საზოგადოება და ჩვენი ინდივიდუალური წარმატება დიდწილად სოციალური წარმატებით არის განპირობებული. გვჯერა, როგორც ინდივიდებსა და თანამშრომლებს გვაქვს ჩვენი როლი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის შესახებ სწორი ინფორმირების და ინსიპირაციის საქმეში. 

იმასთან ერთად, რომ მდგრადობაზე ზრუნვა სწორი არჩევანია, უამრავი კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ  მდგრადობა ბიზნესისთვის მეტი ღირებულების მომტანია. ეს იმას გულისხმობს, რომ მდგრადობა აუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს, ზრდის კლიენტების ლოიალობას, იზიდავს თანამშრომლებს. ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ საჯარო კომპანიებს შორის აჩვენა, რომ კომპანიის ფასეულობის 70-90% მოდის არა ფიზიკურ და ფინანსურ აქტივებზე, არამედ იმაზე, რაც არამატერიალურ აქტივად ითვლება და შეიძლება მოიცავდეს ინტელექტუალურ საკუთრებას, კლიენტების ლოიალობას, თანამშრომლების ჩართულობასა და წარმადობას, საქმიან ურთიერთობებს, საზოგადოების კეთილგანწყობას, ბრენდის რეპუტაციასა და აღქმას ანალიტიკოსების მიერ. ეს აჩვენებს თუ როგორ იქცევიან კომპანიები, როგორ ურთიერთქმედებენ დაინტერესებულ მხარეებთან და მათი საერთო მიზანია ფასეულობის ზრდა მთელი ორგანიზაციისთვის. 

ბიზნესის ახლებურად გააზრებით მდგრადობის ჭრილში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და დადებითი ძვრების მიღწევა სრულიად რეალურია. BDO-ს მიზანია, ვიყოთ ინსპირაციის, სწორი ინფორმირების და განათლების წყარო მდგრადობის თემაზე და დავეხმაროთ ყველას მდგრადი ორგანიზაციული მოდელის და სისტემების ჩამოყალიბებაში. 

ჩამოტვირთეთ BDO-ს გზამკვლევი