This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO ჰორაიზონს 2021 - #1 (ENG)
სტატია:

BDO ჰორაიზონს 2021- #1

03 თებერვალი 2021

Original content provided by BDO

BDO ჰორაიზონსის 2021 წლის პირველ გამოცემაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შერწყმისა და შეძენის (M&A) სფეროზე, რომელზეც ძალიან ძლიერი გავლენა იქონია COVID 19-მა. 

ერთი შეხედვით თითქოს დიდწილად არც ისე ბევრი რამ შეიცვალა ახალი ლოქდაუნებით, მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვებითა და დისტანციური მუშაობით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების შესამცირებლად. საგულისხმოა, რომ ყველა ზიანისა და გაურკვევლობის მიუხედავად, კომპანიებმა შეძლეს ახლებურად გაეაზრებინათ თავისი მუშაობის გზები, უსაფრთხო გარემოში პროდუქტის წარმოებიდან მომსახურების უსაფრთხო, უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდებით გაწევის ჩათვლით.  

შერწყმისა და შეძენის მიმართულებით, გასული წლის მე-2 კვარტალში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ვარდნას, რადგან ბევრი გარიგება შეჩერდა, თუმცა მე-3 კვარტალში დაიწყო აღდგენა. მე-4 კვარტალში აღდგენის სისწრაფემ და იმპულსმა მოლოდინს გადააჭარბა და 2021 წელს ვიწყებთ მაღალი მაჩვენებლების პერსპექტივით შერწყმისა და შეძენის მიმართულებით.  

ჩვენ გლობალური ორგანიზაცია ვართ, ოპერაციებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, და ცხადად დავინახეთ თუ როგორი განსხვავებული გავლენა იქონია COVID 19-მა სექტორებსა და რეგიონებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს გამოცემა აერთიანებს აქტუალურ კომენტარებს გარიგებების, აქტიური სექტორებისა და რეგიონების შესახებ. ასევე მოიცავს ჩაღრმავებულ ანალიზს პოტენციური აქტივობის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას აქტივობის განახლებაზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში, ჩვენი რუკა ახლა გაცილებით თბილია, ვიდრე მიმდინარე წლის წინა გამოცემებში. 

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.