This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO ჰორაიზონს 2020 - #4 (ENG)
სტატია:

BDO ჰორაიზონს 2020 - #4

30 ოქტომბერი 2020

Original content provided by BDO

BDO-ს კვარტალური ანგარიში M&A-ის ბაზრის მიმოხილვის შესახებ

ჩვენ კვარტლების ჭრილში ვაანალიზებთ გარიგებების აქტივობას მსხვილი რეგიონების საშუალო ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გაჩვენებთ თუ როგორ და რა მიმართულებით ვითარდება M&A ბაზარი.

ანალიზი მოიცავს ექსპერტების კომენტარებს არსებული ტენდენციების შესახებ, პროგნოზს მიმდინარე წლისათვის და ასევე სექტორის აქტიურობის პროგნოზს დიაგრამის სახით, რომელიც აჩვენებს გაყიდვებისთვის შედარებით აქტიურ სექტორებს. იმისდა მიუხედავად, ყიდვის თუ გაყიდვის მხარეს წარმოადგენთ, ან უბრალოდ გსურთ უახლეს შესაძლებლობებს გაეცნოთ, ჰორაიზონსი წარმოგიდგენთ შეუფასებელ ანალიზს იმისა, თუ სად და რა მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები, რათა უკეთ გაგაცნოთ საშუალო ბაზარი და შეგიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება.

BDO ჰორაიზონსის მე-4 გამოცემაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ M&A-ის სფეროზე, რომელზეც ძალიან ძლიერი გავლენა იქონია COVID 19-მა. 

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი სწრაფი რეაგირება ჰქონდათ ამ გავლენაზე ბიზნესსა და დამფინანსებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბევრისთვის ეს რეაგირება გულისხმობდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობასა და ადაპტაციას ბიზნესის წარმოების ახალ გზებთან მიმართებაში. რეაგირების საწყის ეტაპს მოჰყვა ბიზნესმოდელების მდგრადობის ფორმირება სოციალური დისტანცირების პრობლემების დასაძლევად და მთავრობების მხრიდან მხარდაჭერა შედეგებთან ეფექტურად ბრძოლისთვის. ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ მიწოდების ჯაჭვის ნაწილში, ბაზარზე გამოსვლის ნაწილში ელექტრონული კომერციის ზრდითა და როგორც თანამშრომლების, ისე კლიენტების უსაფრთხოებაზე ზრუნვით. სხვა ბიზნესპრიორიტეტების ფონზე ცალსახად დაზარალდა შერწყმასა და შეძენასთან დაკავშირებული საქმიანობა. 

ჩვენ გლობალური ორგანიზაცია ვართ, ოპერაციებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, და ცხადად დავინახეთ თუ როგორი განსხვავებული გავლენა იქონია COVID 19-მა სექტორებსა და რეგიონებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს გამოცემა აერთიანებს აქტუალურ კომენტარებს გარიგებების, აქტიური სექტორებისა და რეგიონების შესახებ. ასევე მოიცავს ჩაღრმავებულ ანალიზს პოტენციური აქტივობის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას აქტივობის განახლებაზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში, ჩვენი რუკა ახლა გაცილებით თბილია, ვიდრე მიმდინარე წლის წინა გამოცემებში. 

2020 წლის მე-4 გამოცემაში მთავარი ყურადღება ეთმობა საქმიანი აქტივობის აღდგენას. ის ასევე აერთიანებს მიმოხილვას საკვებისა და სასმელის წარმოების, ასევე  ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, პარალელურად ეხება ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის რეგიონებს, ასევე  გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიას. 

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.