This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO ჰორაიზონს 2021 - #3 (ENG)
სტატია:

BDO ჰორაიზონს 2021 - #3

28 ივლისი 2021

Original content provided by BDO

BDO ჰორაიზონსის 2021 წლის მესამე გამოცემაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შერწყმისა და შეძენის (M&A) სფეროზე COVID-19-ის საფეხურზე. 

პანდემიის დაწყებიდან ყველაზე ნათელი ტენდენცია იკვეთება M&A-ის ზრდისა და განვითარების მიმართულებით კერძო კაპიტალის ზრდის ხარჯზე. კერძო კაპიტალთან დაკავშირებული გარიგებების მაჩვენებელი გაიზარდა და მოხსნა ყველა რეკორდი, ვინაიდან  მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადააჭარბა 54 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ამჟამად გარიგებების 30%-ს შეადგენს.

როგორც გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ოპერირებს ბევრ ქვეყანაში, ცხადად ვხედავთ თუ როგორი განსხვავებული გავლენა იქონია COVID 19-მა სექტორებსა და რეგიონებზე. ეს გამოცემა აერთიანებს აქტუალურ კომენტარებს გარიგებების, აქტიური სექტორებისა და რეგიონების შესახებ. ასევე მოიცავს ჩაღრმავებულ ანალიზს პოტენციური აქტივობის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. 

  • გლობალური ხედვა - შემოსავლის რეკორდული ზრდა M&A-ს ნაწილში 
  • მთავარი სტატია - Special Purpose Acquisition Company-ები (SPAC-ები) დიდხანს იქნება აქტუალური? 
  • უძრავი ქონება - ლოკალური ცოდნა და ESG არის ამ სფეროს წარმატების გასაღები
  • ტექნოლოგიის საშუალო ბაზარი - ვინ იქნება ჯანდაცვის ტექნოლოგიის Microsoft Teams-ი?

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.