This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO კომპანიებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაში დახმარებას სთავაზობს
სტატია:

BDO კომპანიებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაში დახმარებას სთავაზობს

25 მარტი 2020

COVID-19 დაკავშირებით ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომპანიების ნაწილი იყენებს გარკვეულ ონლაინ პლატფორმებს, სრული მასშტაბით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ბევრი მათგანისთვის გამოწვევაა.

BDO საქართველო, რომელიც ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიმართულებით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა, მზადაა კომპანიებს ამ მიმართულებით დაეხმაროს.

კერძოდ, BDO-ს გუნდი კომპანიებს დაეხმარება:  

  • არსებული გამოწვევების შესაბამისად, ბიზნეს პროცესების დისტანციურ რეჟიმზე გადატანაში
  • დისტანციურად მუშაობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
  • არსებული გამოწვევების შესაბამისად თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და ტრეინინგების მიმართულებით

BDO კომპანიებს დისტანციურ სამუშაო გარემოს Microsoft Office 365-ის საშუალებით გაუმართავს. პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, Microsoft-ი Office 365-ის E1 პაკეტს მსურველებს უფასოდ სთავაზობს და ის მოიცავს: 

  • ფაილების ქლაუდ საცავს - OneDrive (1TB)
  • საკომუნიკაციო და კოლაბორაციის სისტემას - Teams
  • იმეილ სერვისს - Outlook
  • საოფისე პროგრამებს - Word, Excel, Power point

კომპანიებს შესაბამისი ლიცენზიების მოპოვებასა და შემდეგ ამ სისტემის გამართვაში BDO დაეხმარება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ჩატარდება ვებინარი, რომელსაც ნებისმიერი დაინტერესებული კომპანია თუ პირი დაესწრება. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია კომპანიებთან. 

როგორც ცნობილია, COVID-19-ის პანდემიის ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სოციალური დისტანციის დაცვა. BDO საქართველო, ცდილობს დაეხმაროს კომპანიებს გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე ისე, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ეფექტიანობა.

თუ გსურთ დისტანციური სამუშაო სივრცის მოწყობა თქვენს კომპანიაში, დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორამცია და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით. 

შეიყვანეთ დამცავი კოდი
 Security code