This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO-ს ევროპული კვლევა - ივლისი 2020 (ENG)
რეპორტები:

BDO-ს ევროპული კვლევა - ივლისი 2020

14 ივლისი 2020

Original content provided by BDO

BDO-ს ევროპული კვლევა - კრიზისთან ბრძოლა ბიზნესის მდგრადობის გზით

როგორ პასუხობენ ევროპელი ბიზნესლიდერები გლობალური პანდემიის შედეგებს 

წარმოგიდგენთ BDO-ს 2020 წლის ევროპული კვლევის განახლებულ ვერსიას: ლიდერის პოზიციის შენარჩუნება 2025 წლისათვის, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში, COVID 19-ის კრიზისამდე გამოქვეყნდა. ვინაიდან ასე მცირე დროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, ჩვენ გადავწყვიტეთ ისევ გავსაუბრებოდით ევროპელ ბიზნესლიდერებს, რომ დაგვედგინა, თუ რამდენად შეიცვალა მათი ხედვა უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 244 ლიდერი 9 ევროპულ ქვეყანაში: ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანეული სამეფო. 

BDO-ს კვლევა შეეხება იმ პრაქტიკულ ცვლილებებს, რომელსაც ბიზნესები გეგმავენ მოკლევადიან პერიოდში კრიზისის პირველი დარტყმის მოგერიების და გრძლევადიან პერსპექტივაში წარმატებული გარდასახვისთვის. კვლევის შედეგები იმედისმომცემიცაა და თან გარკვეულ გაოცებასაც იწვევს. გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტი აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებენ ევროპული კომპანიები მდგრადობას, რომ შეამსუბუქონ პანდემიის გავლენა და უზრუნველყონ თავიანთი ბიზნესის უკეთესი მომავალი.