This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO-ს გლობალური პოდკასტების სერია
პოდკასტი:

BDO-ს გლობალური პოდკასტების სერია

25 ივნისი 2020

რაც უფრო მეტად მყარდება ახალი ეკონომიკური რეალობა, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ მისდიოს ცვლილებებს  და დროულად გააანალიზოს განსაკუთრებული გარემოებების სტრატეგიული გავლენა  საკუთარ პროცესებსა და ხალხზე. 

პირველადი რეაგირება კრიზისზე ამ პროცესის გარდაუვალი, საბაზისო ნაწილია, თუმცა ამ ეტაპის გარეშე შეუძლებელია დაიგეგმოს აქტიური წინააღმდეგობის,  მდგრადობის ეტაპი და შემდეგ კი საბოლოოდ მდგომარეობიდან გამოსვლის, გარდასახვის - ‘ახალ ნორმალურზე’ წარმატებით გადაწყობის ფაზა.

როცა საბოლოოდ ‘ნორმალურობის’ შეგრძნება აღდგება, მაინც როგორი იქნება ახალი რეალობა? რა შეიცვლება ბიზნესისთვის ოპერირების თვალსაზრისით?

დღეს ბიზნესის ლიდერებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე, ახლებურად დაფიქრდნენ საქმიანობის უმთავრეს ელემენტებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება რეალურად კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა ახალი ძალით, ახალი გამოცდილებით და შესაძლებლობებით.

ამ თემებზე პროფესიონალური, საინტერესო ანალიზის მოსასმენად BDO გთავაზობთ პოდკასტების სერიას #TIMETOLEAD. თითოეულ ეპიზოდში BDO-ს გლობალური ლიდერები საუბრობენ პირადი გამოცდილებით და იმავდროულად განიხილავენ თემას გლობალური ბიზნესის თვალსაზრისით.

ამ ეპიზოდში მოუსმინეთ BDO-ს აუდიტის პრაქტიკის გლობალურ ხელმძღვანელს, კრის სმიტს (Chris Smith), რომელიც საუბრობს ე.წ. ციფრულ მომთაბარეებზე, იგივე დიჯიტალ ნომადებზე (digital nomads) და მათთან მუშაობაზე, რაც COVID 19-ის კრიზისის პირობებში პრაქტიკულად უალტერნატივო გამოსავლად იქცა. თუმცა პანდემიის პერიოდმა ნამდვილი გამოცდა მოუწყო დიჯიტალ ნომადების კონცეფციას ვირტუალური გუნდების და კოლაბორაციის ეფექტურობის, ციფრული პლატფორმების გაძლიერების, კოლაბორაციის სხვა მხარეების გაციფრულებაზე ‘ზეწოლის’ და ამასთან დაკავშირებული საკითხების თვალსაზრისით.

მოუსმინეთ პოდკასტს Soundcloud-ზე:

#TIMETOLEAD-ის სხვა ეპიზოდების მოსასმენად გადადით პოდკასტების მიკროსაიტზე  ან აქვე აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ეპიზოდი: 

THE CHANGING FACE OF CLIENT SERVICE   

MAINTAINING DIGITAL ACCELERATION     

GLOBALISATION  & THE MID-MARKET        

BUILDING A SUSTAINABLE BUSINESS     

THE POWER OF PURPOSE

THE ASIAN RESILIENCE  

OVER THE HORIZON