This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბლოკჩეინი სახელმწიფო სექტორში (ENG)
რეპორტები:

ბლოკჩეინი სახელმწიფო სექტორში (ENG)

24 ივლისი 2020

Original content provided by BDO

სახელმწიფო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით BDO-მ გლობალური კვლევა ჩაატარა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა უფროსი სპეციალისტის რანგის 250 რესპონდენტი სახელმწიფო ადმინისტრაციული, მუნიციპალური და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სექტორიდან, რამაც საკმაოდ საინტერესო დასკვნამდე მიგვიყვანა. 

მაშინ, როცა გამოკითხულთა 56% იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სექტორი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას გამოიყენებს, 44% მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში ამ ტექნოლოგიის ირგვლივ ბევრი გაურკვევლობაა. 

ამის მიუხედავად რესპონდენები თანხმდებიან, რომ არსებობს ბლოკჩეინის რეგულირებისა და ამ მიმართულებით განათლების დიდი საჭიროება და ახლახანს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ტექნოლოგია სულ უფრო მისაღები ხდება სახელმწიფო სექტორისთვის. მაგალითად, ესტონეთში ბლოკჩეინი წარმოადგენს პროგრამის e-Estonia საფუძველს, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო სერვისებს ერთი ციფრული პლატფორმის მეშვეობით. 

მიუხედავად ისეთი ცვლილებებისა, რომელიც ბევრს გვპირდება, დღეს ბევრ ორგანიზაციას აქვს IT-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და ეს ორგანიზაციები ნერგავენ სხვა ტექნოლოგიებს, რომელიც მათ უფრო ხელმისაწვდომად ესახებათ. 

COVID-19-ის პოსტპერიოდში, როცა სახელმწიფო სექტორის ბევრმა ორგანიზაციამ განაახლა საკუთარი ციფრული სტრატეგია, ბლოკჩეინსა და სხვა ტექნოლოგიებს შორის არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. BDO-ს ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტებს შეუძლიათ უკეთესად გაგარკვიონ შესაძლო ვარიანტებში და შემოგთავაზონ მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

წარმოგიდგენთ კვლევის მნიშვნელოვან მიგნებებს:

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიას უსაზღვრო პოტენციალი აქვს სახელმწიფო სექტორისთვის
  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სწრაფ ზრდას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს სახელმწიფო სექტორის პოპულარიზაციაში 
  • რესპონდენტების 64% გახსნილია ინოვაციური გადაწყვეტილებების მიმართ, ხოლო 57% დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო სექტორი გამოიყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას
  • შედეგები აჩვენებს როგორც ნებასურვილს, ისე გზას იმ გუნდებისას, რომლებსაც ბლოკჩეინის გამოყენების ტესტირებისთვის აქვთ დამტკიცებული ბიუჯეტი
  • სახელმწიფო სექტორში დადებით ტენდენციებზე მეტყველებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებელი და საერთო დამოკიდებულება
  • ნებისმიერ ტექნოლოგიას, რომელიც ბაზრის ლიდერი ან სიახლეა, აქვს თავისი უპირატესობები და საფრთხეები. რესპონდენტების 70%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ ბლოკჩეინი გააუმჯობესებს მონაცემების კონტროლს
  • ჩვენ განვიხილავთ ბლოკჩეინს, როგორც ინფორმაციის გაცვლის სრულიად ახალი დონის მიღწევას, როგორც სფეროს შიგნით, ისე სფეროებს შორის
  • რესპონდენტების 80% დარწმუნებულია, რომ ბლოკჩეინის რეგულირების არარსებობა მისი დანერგვის ნაწილში ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია