This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • COVID 19 -თან დაკავშირებით მიღებული ფისკალური და ფინანსური ზომები მსოფლიო მასშტაბით
ბიზნეს ინსტრუმენტები:

COVID 19 -თან დაკავშირებით მიღებული ფისკალური და ფინანსური ზომები მსოფლიო მასშტაბით

02 აპრილი 2020

Original content provided by BDO

COVID 19-ის პანდემიის პირობებში, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა და ინსტიტუტებმა დაიწყეს ზომების მიღება იმისთვის, რომ შეამცირონ კრიზისის ეფექტი ბიზნესზე, ცალკეულ ინდივიდებსა და ოჯახებზე. ფისკალური და ფინანსური საკომპენსაციო ზომები სულ უფრო ფართოვდება, წარმოგიდგენთ მაგალითების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს, როგორიც არის: სახელმწიფო კრედიტები ბიზნესს, ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთების შემსუბუქება, პირდაპირი ბიზნესგრანტები, თვითდასაქმებულების მხარდაჭერა, გადასახადების გადავადება და ავადმყოფობასთან დაკავშირებული შეღავათების გადახდის წესების შემსუბუქება. 

BDO-ს ინტერაქტიული რუკა გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც აერთიანებს მთავრობების მიერ მიღებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს COVID 19-ის პანდემიის საპასუხოდ. რუკა შედგენილია იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მოწოდებულია BDO-ს საგადასახადო და BDO Grant and International Aid-ის სპეციალისტების მიერ იმ იურისდიქციებისთვის, სადაც გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ მუდმივად განვაახლებთ ამ მიმოხილვას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მიმოხილვა ყოვლისმომცველი ვერ იქნება. სიტუაცია ძალაინ სწრაფად იცვლება, შესაბამისად ინფორმაცია ვერ ასახავს უკანასკნელ განახლებებს. ამიტომაც ინფორმაციასთან ერთად წარმოგიდგენთ BDO-ს კონტაქტებს ამა თუ იმ ქვეყნისთვის და ასევე ვებგვერდების მისამართებს. 

GLOBAL TOOL

COVID 19-ის ზეგავლენის მართვა ბიზნესის შესანარჩუნებლად, ასევე ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომწოდებლების მხარდაჭერა, ნომერ პირველ ამოცანად რჩება. BDO იღებს მთელ რიგ ზომებს, რათა განვაგრძოთ ჩვენი კლიენტების მხარდაჭერა ამ მეტად რთულ დროს. იყავით ხაზზე  BDO-ში თქვენ საკონტაქტო პირთან ან დაგვიკავშირდით, რომ დაგეხმაროთ
BDO-ს ადგილობრივ ექსპერტებთან დაკავშირებაში. 

ეწვიეთ BDO-ს გლობალურ, ანტიკრიზისულ ჰაბს და გაეცანით უახლეს მითითებებსა და რჩევებს ბიზნესისა თუ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოს მასშტაბით