This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • დაინახე ახლებურად - ნავთობისა და გაზის მრეწველობა (ENG)
სტატია:

დაინახე ახლებურად - ნავთობისა და გაზის მრეწველობა

18 აგვისტო 2020

Original content provided by BDO

გლობალურმა პანდემიამ ბიზნესი და ეკონომიკა კრიზისის რეჟიმში მოაქცია და შეცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის ჩვეული წესი. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კომპანიებმა ახლებურად უნდა შეხედონ თავის ბიზნესმოდელს, რომ გამოიჩინონ საკმარისი მოქნილობა ოპერაციების უწყვეტობისთვის. ყველა კომპანიას კრიზისის მიმართ ინდივიდუალური რეაქცია ექნება, თუმცა ბევრი კითხვა მაინც ყველასთვის საერთო იქნება. სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, გონივრული იქნება მუდმივად დასვათ კითხვები, გაარკვიოთ რაც შეიძლება მეტი დეტალი და გამოიკვლიოთ ბიზნესის ყველა მხარე იმისთვის, რომ იცოდეთ რომელი ასპექტი საჭიროებს გადახედვას ან ახლებურად გააზრებას. 

BDO-ში შევიმუშავეთ სამსაფეხურიანი მოდელი, რომლითაც ვეხმაროთ კლიენტებს მართონ ბიზნესპრიორიტეტები, იპოვონ პრობლემების გადაწყვეტის გზები და გაიაზრონ კრიზისის სამი ძირითადი ეტაპი: რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა. აღნიშნული ეტაპების განხილვა შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთიანი სამოქმედო გეგმის სახით, რათა დაეხმაროს კომპანიებს შეაფასონ თუ რა პრობლემებს წააწყდებიან ისინი პანდემიის განმავლობაში და მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესში. 

მოცემულ დოკუმენტში ჩვენ გავაერთიანეთ რიგი საკითხები სამი ეტაპის: რეაგირების, მდგარობისა და გარდასახვის პარალელურად, განვიხილეთ ბიზნესის  კონკრეტული საკითხები, რომელიც ჩვენმა კლიენტებმა ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროდან უნდა გაითვალისწინონ პანდემიის საპასუხოდ ოპერატიული და სტრატეგიული ზომების მიღების დროს. ეს უნდა იყოს საერთო სახელმძღვანელო მთელი რიგი სფეროებისთვის თქვენი ბიზნესის ფარგლებში, რომელიც იქნება ერთგვარი ბერკეტი ოპერაციების მდგრადობის და წარმატებული გარდასახვისთვის. 

დაგვიკავშირდით მოცემული დოკუმენტისა და კონკრეტული თემების განხილვისთვის, ჩვენ დაგეხმარებით, ოპტიმალურად გაუმკლავდეთ წინააღმდეგობებს.