This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • გარდასახვა | ინტელექტუალური საკუთრების მართვა (ENG)
სტატია:

გარდასახვა | ინტელექტუალური საკუთრების მართვა (ENG)

26 აგვისტო 2020

Original content provided by BDO

სტატიების მოცემულ სერიაში ჩვენი ყურადღების ცენტრშია გამოწვევები გადასახადებსა და სატრანსფერო ფასწარმოქმნაში, რომელსაც მიმდინარე ეკონომიკური პირობების ფარგლებში მულტინაციონალური კორპორაციები აწყდებიან. ჩვენს ბოლო სტატიაში ვკონცენტრირდით რიგ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლისთვისაც მულტინაციონალური კორპორაციები უნდა მოემზადონ იმ გაურკვეველი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც საქმიანობენ და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ალბათობით საგადასახადო ორგანოები გააქტიურდებიან ახლა მოქმედი მასტიმულირებელი ზომების კომპენსაციისთვის. 

მოცემულ სტატიაში განხილულია კერძო მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების (IP) მართვას. კერძოდ განვიხილავთ მულტინაციონალური კორპორაციების შეკითხვებს: 

  • არის თუ არა ახლა ხელსაყრელი დრო ინტელექტუალური საკუთრების გადაცემისთვის?
  • როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ინტელექტუალური საკუთრება მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში?
  • შეგვიძლია თუ არა ველოდოთ ახალ გადასახადებს, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას უკავშირდება?

წარმოგიდგენთ მთავარ მოსაზრებებს დასმული შეკითხვების ირგვლივ და ეს შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, თუკი მსგავს საკითხებს განიხილავთ. 

არის თუ არა ახლა ხელსაყრელი დრო ინტელექტუალური საკუთრების გადაცემისთვის?

როგორც წესი, ჩვენ ვხედავთ რომ ამ შეკითხვას ის მულტინაციონალური კორპორაციები სვამენ, რომლებიც ბიზნესის რაიმე სახის რეკონსტრუქციას გეგმავენ, თუმცა მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულება პოტენციურად იძულებულს ხდის მათ უარი თქვან ამაზე. მიმდინარე პერიოდში COVID 19-ის გავლენის გათვალისწინებით მათ ბიზნესოპერაციებზე, ინტელექტუალური  საკუთრების შეფასება თეორიულად შემცირებული იქნება (განსაკუთრებით, როცა შეფასება ხდება შემოსავლის მიდგომით, რომელიც შემოსავლების პროგნოზს ეფუძნება). ამიტომ, მიმდინარე პერიოდში შედარებით დაბალი შემოსავლის გათვალისწინებით, ინტელექტუალურ საკუთრებაზე მფლობელობის გადაცემა შესაძლოა შედარებით დაბალი საგადასახადო ღირებულებით მოხდეს. თუმცა ყველა გადასახადი, მათ შორის გადასახადი გასვლაზე, განხილული და მოდელირებული უნდა იქნას ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებამდე. 

მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა მულტინაციონალურ ბიზნესს საშუალება მისცეს გააფორმოს გარიგება შედარებით დაბალი საგადასახადო დანახარჯით, აუცილებელია იმაზე დაფიქრება, თუ რამდენად კარგია ეს გარიგება საქმიანი თვალსაზრისით. მაგალითად, როგორც ჩვენს წინა სტატიაში არის აღწერილი, დიდი ალბათობით საგადასახადო ორგანოებს გათვლილი ექნებათ, რომ მულტინაციონალური კორპორაციები "ისარგებლებენ" მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციით საკუთარი საგადასახადო ვალდებულების შესამცირებლად. ამიტომ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ტრანზაქციის ფაქტის და თანმდევი გარემოებების ჩვენებით, მათ შორის განსაკუთრებით ისეთი არეების შესახებ ინფორმირებით, რომელთაც მნიშვნელოვნად შეეხო მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, აუცილებლად დეტალურად უნდა იყოს დადოკუმენტირებული. 

გარდა ამისა, ყველა სტანდარტული შეკითხვა, რომელიც შესაძლოა დაისვას ბიზნესის რესტრუქტურიზაციის დროს, უნდა იქნას შესწავლილი დეტალურად,  და არამც და არამც არ უნდა გაკეთდეს ნაჩქარევი დასკვნები მხოლოდ სასურველი საგადასახადო შედეგის მისაღწევად. მაგალითად, კრიტიკულია ფორმასა და შინაარსის ურთიერთკავშირის მოთხოვნების სწორი მართვა, ისევე როგორც მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ გარიგებას ჰქონდეს კომერციული და არა საგადასახადო დატვირთვა. 

საერთო ჯამში, ინტელექტუალური საკუთრების გადაცემა გაურკვევლობის პირობებში საჭიროებს დარწმუნების სათანადო დონეს მულტინაციონალური კომპანიის მხრიდან მოსალოდნელ სარგებელთან მიმართებაში, ვინაიდან ბიზნესის ამ დონის რესტრუქტურიზაციაზე გაწეული ხარჯები არაა უმნიშვნელო, თუ ეს სწორად იქნება გაკეთებული, განსაკუთრებით დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით დოკუმენტაციის COVID 19-ის გავლენის მიმართ საერთო რესტრუქტურიზაციაზე. 

ამდენად როგორც ეს ხდება სატრანსფერო ფასწარმოქმნის თემაზე არსებულ საკითხებთან მიმართებაში, პასუხი კითხვაზე არის თუ არა ახლა ხელსაყრელი დრო ინტელექტუალური საკუთრების გადაცემისთვის არის "გააჩნია ვითარებას". ამის მიუხედავად, არსებობს ნაკლებად ძვირადღირებული საგადასახადო რეზულტატის მიღების შესაძლებლობა იმ მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, რომლებიც კარგად ორგანიზებულნი არიან და რისკიან გადაწყვეტილებებს იღებენ. 

როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ინტელექტუალური საკუთრება მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში?

იმ პირობებში, როცა უპრეცენდენტო გაურკვევლობის მდგომარეობაში ვიმყოფებით, ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტუალური საკუთრების შედარებით დაბალი შეფასება პანდემიამდე  პერიოდთან შედარებით. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლების პროგნოზი შემცირდეს შედარებით ფართო ეკონომიკური პრობლემების შედეგად, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ღირებულების შემცირებასთან. გარდა ამისა, დისკონტირების განუსაზღვრელი დონის პირობებში, რომელიც უფრო მაღალი იქნება მოცემულ პირობებში, ამანაც შეიძლება მიგვიყვანოს შეფასების შემცირებამდე როცა გამოიყენება შემოსავლის მიხედვით მიდგომა. 

ამის მიუხედავად, კომპანიების დიდი ნაწილისთვის ჩვენ არ ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს შეფასებაში COVID 19-მდე პერიოდთან მიმართებაში. თუმცა არსებობს ბევრი ვარაუდი ვირუსის საერთო გავლენის შესახებ მსოფლიო ეკონომიკაზე, ჩვენ ველოდებით, რომ საწარმოების ზოგიერთი ტიპი, რომელსაც უფრო მეტად შეეტყო გავლენა, მიიღებს მნიშვნელოვან განსხვავებას შეფასებაში მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგალითად მასპინძლობის სექტორში. სწორად შეფასების ნაწილში მულტინაციონალურ კომპანიებს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის მსგავსად სჭირდებათ შეფასების ყოველი შემცირების შემოწმება და საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა - გაყიდიან თუ არა ინტელექტუალურ საკუთრებას მესამე მხარეზე იმ ფასში, რომელზეც გათვლა ჰქონდათ. 

ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ შეფასების მეთოდს როგორც "ზემოდან ქვემოთ", ისე "ქვემოდან ზემოთ", ამასთან, ნებისმიერი ცვლილება შეფასების მოდელში გაანალიზდეს COVID 19-ის გავლენის კუთხით. გარდა ამისა, ისევე როგორც ნებისმიერი შეფასების შემთხვევაში, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ შეფასების რამდენიმე მეთოდის გამოყენებას როცა ეს შესაძლებელია, ამასთან იდეალურ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომელთან მიმართებაშიც შეფასების რამდენიმე მეთოდი იფარება. 

შეგვიძლია თუ არა ველოდოთ ახალ გადასახადებს, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას უკავშირდება?

ვიდრე COVID 19-მა სხვა ყველაფერი ჩრდილში მოაქცია, დიდი საერთაშორისო განხილვა გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 1-ლ და მე-2 კომპონენტთან მიმართებაში, რომელიც ციფრული ეკონომიკის დაბეგვრას შეეხებოდა. ბევრი მულტინაციონალური კორპორაცია ცდილობდა გაეგო, თუ რომელი ქვეყნები განახორციელებენ ცალმხრივ ქმედებას (სხვათა შორის საფრანგეთი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც განიხილავდა ციფრულ მომსახურებაზე ცალმხრივი გადასახადის დაწესებას), თუ არ მიიღწევა კონსესუსი ერთიან გადაწყვეტილებაზე. მართალია, ბევრს მიაჩნდა, რომ COVID-19 შეეხებოდა ამგვარი უნიფიცირებული გადაწყვეტილების მიღებას, OECD განაგრძობს გეგმების შემუშავებას ორივე კომპონენტთან მიმართებაში სრული გეგმის წარსადგენად მიმდინარე წლის ოქტომბერში. 

რთულია იმის განსაზღვრა, გახდება თუ არა COVID 19-ის ზეგავლენა საერთაშორისო კონსესუსის მიღწევის კატალიზატორი ამ ნაწილში. ამ არგუმენტის სარგებლიანობას ადასტურებს ბევრი საგადასახადო ორგანოს სურვილი, გამოავლინონ შემოსავლის ახალი ნაკადები მათი ამოწურული ბალანსის შესავსებად. თუმცა შეზღუდვები, რომელთაც აწყდებიან დებულების შემმუშავებლები და მათი შიდა პოლიტიკური წნეხი საკმარისი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ გართულდეს ასეთი საერთაშორისო კონსესუსის მიღწევა სწრაფი, ცალმხრივი ქმედებების სასარგებლოდ. 

ჩვენ ველოდებით, რომ დამატებითი გადასახადები ბიზნესისთვის, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას უკავშირდება, უფრო გავრცელებული გახდება, განსაკუთრებით ციფრულ სივრცეში და ამის სავარაუდო შედეგი იქნება საგადასახადო ორგანოების ცალმხრივი ქმედებების ზრდა. ამიტომაც მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, რომლებიც გეგმავენ ბიზნესის რესტრუქტურიზაციას, მნიშვნელოვანი იქნება განიხილონ საკითხი იმის შესახებ, როგორ შეუძლია ამ ფაქტორებს იქონიოს გავლენა მათ არსებულ ან სავარაუდო გეგმებზე. ციფრული გადასახადის ამა თუ იმ ფორმის დანერგვის ალბათობა ცალმხრივ საფუძველზე შეიძლება ნათელ სტიმულად იქცეს მულტინაციონალური კორპორაციების მიერ რესტრუქტურიზაციის განხორციელებისთვის მიმდინარე პერიოდში. 

ერთი კი ცხადია, ვიდრე მომატებული გაურკვევლობის პერიოდში ვცხოვრობთ, არსებობს რისკები, თუმცა ამავე დროს არის შესაძლებლობები მათთვის, ვინც გულდასმით აფასებს ამ რისკებს და მზად არის მიიღოს ის. ამიტომაც ჩვენ გიტოვებთ სერვანტენსის ციტატას, რომელიც ამ დროშიც კი ჭეშმარიტებას წარმოადგენს: "მონდომება გამართლების საფუძველია".