This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • რისკების გლობალური სურათი 2020 - კეთილსინდისიერების ინდექსი (ENG)
სტატია:

რისკების გლობალური სურათი 2020 - კეთილსინდისიერების ინდექსი (ENG)

15 სექტემბერი 2020

Original content provided by BDO United Kingdom

გლობალური ბიზნესები ძალიან მგრძნობიარენი არიან იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მათ რეპუტაციას ეხება და ბიზნესლიდერები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და რამდენად უფრო პროაქტიურები უნდა იყონ ასეთი რისკების მართვის ნაწილში. ეს არის "რისკების გლობალური სურათი 2020"-ის ანგარიშის დასკვნები. 

ანგარიში ეფუძნება უმაღლესი რგოლის 500 აღმასრულებლის გამოკითხვას EMEA-ს, აზია-წყნარი ოკეანისა და ამერიკის რეგიონებში. ყოველწლიური ანგარიში აფასებს თუ როგორ იცვლება სამყაროში ხელმძღვანელების პრობლემები დროსთან ერთად. მაშინ, როცა ბიზნესლიდერები კეთილსინდისიერებას, როგორც მნიშვნელოვან რისკს ისე განიხილავენ. სხვა გლობალური რისკების თვალსაზრისით, რომელთა მიმართაც ბიზნესი თავს შედარებით მომზადებულად მიიჩნევს "ეკონომიკური ვარდნა" რეიტინგში მკვეთრად არის დაწინაურებული, მაშინ, როცა კიბერდანაშაული და ჰაკერობა მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ბიზნესის შეჩერება მესამეზე. 

ჩამოტვირთეთ ანგარიში და მიიღეთ პასუხები კითხვებზე:

  • რა საფრთხეებს ხედავს ბიზნესი რეპუტაციის თვალსაზრისით?
  • როგორ და რატომ არის კლიენტების ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის და რა შეუძლია ბიზნესს გააკეთოს ამ ნდობის მოპოვების ან აღდგენისთვის?
  • რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი მომავალსი კეთილსინდისიერების შესაქმნელად აღმასრულებლების აზრით?
  • უნდა იყოს თუ არა აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და ორგანიზაციის ბრენდი განცალკევებული? როგორ უნდა განახორციელონ ლიდერებმა ნდობის პროგრამა, რათა უზრუნველყონ როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების ნდობა?
  • ხომ არ ხდება ისე, რომ ბიზნესები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარედან მათ აღქმას კეთილსინდისიერად, ვიდრე რეალურად აქვთ შემუშავებული კეთილსინდისიერი მუშაობის სტრატეგია? მარტივად რომ ვთქვათ, ადგილი ხომ არ აქვს "გათეთრებას"?

როგორ გამოიყურება რისკები თქვენი რეგიონისთვის?

ჩვენ მოვამზადეთ მასალები რისკების შესახებ 3 რეგიონისთვის, რომელიც შეისწავლის  რისკებს EMEA-ს, აზია-წყნარი ოკეანისა და ამერიკის რეგიონებისთვის. ჩამოტვირთეთ ანგარიში მარტივი რეგისტრაციის გზით. 

ჩამოტვირთეთ ბიზნეს რისკების გლობალური სურათი 2020

 

გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ მეტად ჩაუღრმავდეთ  მონაცემებს 

გაეცანით მონაცემებს, რომელიც საფუძვლად უდევს მოცემულ ანგარიშს და ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ მნიშვნელოვან მომენტებს შორის, სადაც შესწავლილია 2020 წლის უმთავრესი ბიზნესრისკები: