This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ღრუბლოვანი სერვისები Covid-19 კრიზისის პირობებში ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს
სტატია:

ღრუბლოვანი სერვისები Covid-19 კრიზისის პირობებში ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს

30 აპრილი 2020

დღეს გლობალური ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეული სტრესის ქვეშ მეტად არაპროგნოზირებად მდგომარეობაშია. 190-ზე მეტ ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და უკვე კვალს ატყობს საზოგადოების ცხოვრების სტილს და ხარისხს.

ცხადია, უმთავრესი ამოცანა ახლა დაავადებასთან ბრძოლა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. მეორე მხრივ კი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის მერყეობა ბიზნესისთვისაა გამოცდა - რამდენად  მზადაა, რომ მალე აღმოაჩინოს შესაძლებლობები კრიზისის პირობებში და შეინარჩუნოს საქმიანობის უწყვეტობა. რეალურად, გადარჩენის არსი ისაა, რომ კრიზისის დაძლევის სტრატეგია ბიზნესებმა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით განავითარონ - თავადაც გადარჩნენ და გადარჩენაში დაეხმარონ თავიანთ პროდუქტსა თუ სერვისზე დამოკიდებულ მომხმარებელს.

რადგან სოციალური დისტანცირება და სახლიდან მუშაობა ამჯერად ყველაზე სწორი გამოსავალი აღმოჩნდა პანდემიასთან გამკლავებისთვის, ონლაინ რესურსებმა, ხელმისაწვდომობამ დისტანციურ სერვისებთან და ზოგადად ინტერნეტ კავშირმა უალტერნატივო მნიშვნელობა შეიძინა. ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება ისედაც დიდწილად სწორედ ამისკენ იყო მიმართული და ერთგვარად, დროული ნიადაგი შეამზადა დღევანდელი კრიტიკული სიტუაციისთვის. 

ბოლო რამდენიმე წელია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა BDO-სთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ კომპანიის შიდა სისტემები მზად ყოფილიყო დამკვეთისთვის სრულყოფილი, თანამედროვე და გამორჩეული სერვისის გაწევისთვის ნებისმიერ ვითარებაში, და მითუფრო ახლა. დღევანდელი მზადყოფნა კრიტიკული სიტუაციისთვის ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგია. BDO არის ერთადერთი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, რომელმაც საკუთარი ძალებით, შიდა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი ISO 27001 და მოიპოვა შესაბამისი სერტიფიცირება.

BDO-სთვის, პროფესიონალური სერვისების სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციური მომსახურება არათუ უცხოა, არამედ სავსებით ორგანულია. ამიტომ ფაქტობრივად უმტკივნეულო იყო სერვისის სრულად ონლაინ სივრცეში გადატანა. მარტივი ადაპტაცია შეძლო დისტანცირების პირობებში BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის გუნდმა.  ღრუბელზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებამ სრულიად გარდაქმნა BDO-ს სერვისის მიდგომები და დამკვეთებს შესთავაზა ციფრული თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება. BDO Portal-ს, კოლაბორაციის თანამედროვე პლატფორმას, რომელიც წარმოადგეს BDO-ს გლობალურ ინსტრუმენტს, უკვე წარმატებით ვიყენებთ მომსახურების პროცესში. ჩვენი უახლოესი გეგმები BDO  Portal-ის უფრო მეტ დამკვეთთან ეტაპობრივი ამუშავებაა, რაც მათ კიდევ უფრო გაუმარტივებს ბიზნეს პროცესების მართვას ონლაინ სივრცეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მიმდინარეობს ამ პლატფორმაში მონაცემთა ანალიტიკის ინსტრუმენტის ჩაშენება, რაც ძალიან მალე ჩვენს დამკვეთებს მათი მონაცემების რეალურ დროში ანალიზის საშუალებას მისცემს.

ღრუბლოვანი ტექნოლოგია დიდი მოცულობის ინფორმაციის ეფექტურად და სწრაფად დამუშავების საშუალებას იძლევა. დამკვეთს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან სხვადასხვა მოწყობილობით, მათ შორის მობილური აპლიკაციით, რეალურ დროში დაინახოს სრული ფინანსური სურათი.

ამავდროულად არც ერთი თანამშრომლის დრო და ფიზიკურად სადმე ყოფნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ დამკვეთის ინფორმაცია დროულად და უსაფრთხოდ დაარქივდეს. დამკვეთის პერსონალური მონაცემები ღრუბელზე დაცულია პოლიტიკებით და პროცედურებით ევროპის GDPR რეგულაციებთან სრული შესაბამისობით.

ჩვენ ვაგრძელებთ COVID 19-ის კრიზისის საპასუხო მხარდაჭერას ბიზნესის და საზოგადოებისთვის სპეციალური სერვისების, ვებინარების, ტრენინგების, ანალიტიკური მასალის და 24/7 კონტაქტის შეთავაზებით BDO-ს სპეციალურ გვერდზე - დაგვიკავშირდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის.

 


 
თუ გაქვთ კითხვები აუთსორსინგის და ბიზნეს სერვისების შესახებ, დაგვიტოვეთ მონაცმები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

შეიყვანეთ დამცავი კოდი
 Security code