This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • როგორ მოვემზადოთ მომავლის სამუშაო გარემოსთვის
სტატია:

როგორ მოვემზადოთ მომავლის სამუშაო გარემოსთვის

20 აპრილი 2021

Original content provided by BDO South Africa

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

პანდემიის გამო, ბიზნესი ბევრი მოულოდნელი ცვლილების წინაშე აღმოჩნდა, რაც უკვე ნათელია, ცვლილებები სამუშაო გარემოს ხანგრძლივად დაამჩნევს კვალს. ამ გამოცდილებამ ბაზრის ლიდერებს მნიშვნელოვნად უბიძგა, რომ თანამშრომელთა შერჩევის და სამუშაო გარემოს აუცილებელი ელემენტების დაგეგმვისას უპირატესობა მოქნილობას და ეფექტურობას მიანიჭონ. ამის მისაღწევად იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების დროს ბიზნესი  გამოცდილი კონსულტანტის მხარდაჭერას უნდა დაეყრდნოს, სხვა შემთხვევაში გარისკავს მიიღოს ძვირადღირებული იჯარა მოუქნელი პირობებით. 

თქვენს ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს ახალი საბაზრო პირობებით, ადამიანური რესურსის გამოყენების თანამედროვე ტენდენციებით და ასე შეიქმნას კონკურენტული უპირატესობა. პროგნოზირების და მოდელირების ინსტრუმენტების მეშვეობით, შესაძლებელია პრაქტიკული სტრატეგიის შემუშავება პორტფელის ოპტიმიზაციისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ იმოქმედოთ გაბედულად. პროაქტიული დაგეგმვა უძრავი ქონების / ფიზიკური ობიექტების თვალსაზრისით დაგეხმარებათ ოპერაციულ ცვლილებებზე სწრაფ რეაგირებაში, საგრძნობლად გაზრდით წარმადობას და მნიშვნელოვნად დაზოგავთ მატერიალურ ხარჯებს. 

იმისთვის, რომ გაზარდოთ ეფექტურობა და მთლიანობაში, მზად იყოთ მოქმედებისთვის, აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი ორგანიზაციის კონკრეტული ასპექტების შეფასება, რომ განსაზღვროთ, სად გჭირდებათ რამის შეცვლა და დახვეწა.

გადახედეთ ჩვენ შემოთავაზებულ თემებს ქვემოთ და ნახეთ რა ეტაპზეა თქვენი ორგანიზაცია მომავლის სამუშაო გარემოს მომზადების თვალსაზრისით. 

საბაზისო ასპექტები

  • შეაფასეთ, რამდენად აღწევთ ოპერაციების ეფექტურობას და უწყვეტობას გუნდის დისტანციური მუშაობის პირობებში
  • შეაფასეთ დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული საგადასახადო დაბეგვრის შედეგები
  • გაზომეთ და შეადარეთ პორტფელის COVID-ამდე არსებული და მიმდინარე მაჩვენებლები
  • ცალსახად განსაზღვრეთ ფიზიკური განთავსების ანუ იჯარასთან დაკავშირებული მთლიანი ხარჯები
  • გაიაზრეთ, რისი შეცვლა შეიძლება დაგჭირდეთ ოფისის სივრცეში უახლოეს პერსპექტივაში
  • აწარმოეთ კონტრაქტების აუდიტი განთავსების მატერიალური ხარჯების, ობიექტების კომპლექსურ მართვასთან (IFM), იჯარასა და მაღალი ხარჯვითი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით
  • გამოიკითხეთ თანამშრომლები, რომ შეაგროვოთ ინფორმაცია მათი საჭიროებებისა შესახებ და იმაზე, თუ როგორ ურჩევნიათ მუშაობა
  • დაგეგმეთ ოფისის უსაფრთხოების და მდგრადი მართვის თემები იმ დროისთვის, როცა თანამშრომლები ოფისში დაბრუნდებიან
  • განაახლეთ მდგრადობისა და ბიზნესის უწყვეტობის გეგმები
  • ბაზრის ტესტირების საშუალებით გადაამოწმეთ, რამდენს შეადგენს მიმდინარე აუთსორსინგ პარტნიორების მომსახურების ხარჯები. 

მეორე დონე

  • ფინანსების, მოთხოვნა-მიწოდების და განთავსების მოდელირება პოტენციური შედეგების სრულყოფილი სურათის დასანახად. მოდელირების პროცესის წარმართვაში ჩართეთ ობიექტური და გამოცდილი ექსპერტები
  • შეიმუშავეთ პრიორიტეტების მატრიცა და იხელმძღვანელეთ მისით საიჯარო ლოკაციების დახურვის, კონსოლიდაციის, კონტრაქტის გადახედვის ან რესტრუქტურიზაციისას, ასევე მატრიცის მიხედვით დაასაბუთეთ საიჯარო ლოკაციის საჭიროება ხარჯის თვალსაზრისით 
  • მოიკვლიეთ სპეციფიური, მნიშვნელოვანი ლოკაციები ბაზარზე
  • თავი აარიდეთ ორაზროვან რჩევებს, რომელთაც შეუძლიათ მიგიყვანონ არაოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე
  • გააკეთეთ პროექტის გეგმა, რომ მართოთ შესაძლებლობები პრიორიტეტების მიხედვით
  • მოიფიქრეთ და დაასაბუთეთ ცვლილებები, რომელიც დაგანახებთ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული გონივრული ეკონომიის გაწევა და მოგების კოეფიციენტის ზრდა (ROI)
  • მიეცით პროექტების მართვას ორგანიზებული სახე იმისთვის, რომ დასახული ამოცანები გონივრულად გაწერილი, გაზომვადი და მიღწევადი იყოს
  • შეაფასეთ ორგანიზაციული სტრუქტურა საწარმოს მასშტაბით მათ შორის უძრავი ქონება და სხვა ფიზიკური ობიექტები
  • გადახედეთ არსებულ საოპერაციო მოდელს, რომ ნახოთ რა ძირითადი მომსახურების და/ან ფუნქციების გატანა შეგიძლიათ აუთსორსინგზე
  • გაანალიზეთ როლები, პასუხისმგებლობები და ფუნქციები, მათ შორის ანგარიშვალდებულების დონეები ორგანიზაციის სტრუქტურაში და დაგეგმეთ საჭირო/აუცილებელი კომპეტენციების და უნარების ოპტიმიზაცია. 

მესამე დონე

  • გააკეთეთ აუთსორსინგზე გატანილი ფუნქციების ანალიზი და ოპტიმიზაცია (ვენდორების რაოდენობა, დანახარჯი ვენდორების მიხედვით, ხარჯები კატეგორიების მიხედვით, სერვისის დონეები და სხვა)
  • განსაზღვრეთ ბაზარზე გასვლის ოპტიმალური სტრატეგია ისე, რომ მნიშვნელოვნად დაზოგოთ გარდაუვალი აუთსორსინგის და სატენდერო პროცესების მომსახურების ხარჯები
  • გამოიყენეთ დამოუკიდებელი ექსპერტები საოპერაციო მოდელის ოპტიმალური და ალტერნატიული სტრუქტურის შემუშავებისთვის
  • შეისწავლეთ SG&A ხარჯები ყველა კატეგორიის მიხედვით მოთხოვნა-მიწოდების შესაფასებლად და კონტრაქტების სასიცოცხლო ციკლის უკეთესი მართვისთვის ხარჯების დასაზოგად 

მეოთხე - smart დონე

  • გააანალიზეთ ტექნოლოგიების მიმდინარე მდგომარეობა ორგანიზაციაში
  • იზრუნეთ მასშტაბურ გაციფრულებაზე - დანერგეთ კონსიერჟ აპლიკაციები, გაფართოებული ანალიტიკა, რეპორტინგის დეშბორდები და სხვა
  • მაქსიმალურად გამოიყენეთ ციფრული შესაძლებლობები მიწოდების ჯაჭვის კრიტიკულ არეებში ოპერაციების მხარდაჭერისთვის
  • თვალი ადევნეთ უტილიზაციას IoT სენსორების მეშვეობით და აწარმოეთ რეალური მონაცემთა ანალიზი.