This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება საგანმანათლებლო სექტორისთვის
პუბლიკაცია:

კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება საგანმანათლებლო სექტორისთვის

07 ოქტომბერი 2020

თანამედროვე მსოფლიო სწრაფი ტემპებით ვითარდება, მონაცემების გაციფრულება ჩვენი ყოველდღიურობაა, იზრდება პროცესების გამჭვირვალობა, იხვეწება ტექნოლოგიები და შეიძლება ითქვას ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა კიბერდანაშაული, რომელიც ასევე სრულყოფს თავის მეთოდოლოგიას და უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს თითქმის ყველა სექტორისთვის. 

ცოდნის გაზიარებისა და ხელმისაწვდომობისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ნერგავენ ან უკვე სარგებლობენ ციფრული სისტემებით, რაც სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა პარალელურად, რადგან ამ სექტორში დიდი მოცულობის პერსონალური, მათ შორის სენსიტიური მონაცემები მუშავდება, საფრთხის მასშტაბიც იზრდება.

რა მასშტაბის გამოწვევები აქვს საგანმანათლებლო სექტორს, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება და რა ასპექტების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი, ნახეთ BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მიერ მომზადებული პუბლიკაცია აქტუალურ და მეტად პრობლემურ თემაზე.