This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • მომავლის სამუშაო ძალა: BDO-ს 2022 წლის გლობალური კვლევა ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიაში
კვლევა:

მომავლის სამუშაო ძალა: BDO-ს 2022 წლის გლობალური კვლევა ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიაში

28 მარტი 2022

Original content provided by BDO

როგორ მოვიზიდოთ ახალი თაობა: სკეპტიკოსების გარდაქმნა ინოვატორებად  

ბუნებრივი რესურსების სექტორის კომპანიები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ გლობალურ დეკარბონიზაციის პროცესში. 

როგორც ინდუსტრიას, მას ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს, რომ რეალური წვლილი შეიტანოს მწვანე მომავლის შექმნაში, თუმცა უპრეცედენტო წნეხს აწყდება რეკრუტინგის პროცესში - ახალგაზრდები, რომლებიც ახლა უერთდებიან აქტიურ სამუშაო ძალას, დაუფარავად ეჭვქვეშ აყენებენ კარიერის მიმზიდველობას ამ სფეროში.

საკითხის სიღრმისეულად გაანალიზებისთვის, BDO-მ ჩაატარა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების, ასევე ინდუსტრიის ლიდერების კვლევა (ავსტრალიიდან, კანადიდან, ლათინური ამერიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან) მათი კარიერული სწრაფვების, ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიისა და სექტორში არსებული კარიერის ტიპების მიმართ განწყობების დასადგენად. 

750 რესპონდენტსა და გლობალურ და რეგიონულ ანალიზზე დაყრდნობით, კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ Z თაობას (1997-სა და 2012-ის შუალედში დაბადებულები) აღელვებს სამსახურის სტაბილურობა და მისთვის მნიშვნელოვანია პლანეტის მომავალზე ზრუნვა. აშკარაა, რომ რაც Z თაობას სურს, ინდუსტრია დღევანდელი მოცემულობით იმასვე ვერ სთავაზობს. ეს აცდენა კი უნდა აღმოიფხვრას და ამის მიღწევა შესაძლებელია.

სწორი საკადრო რეზერვის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომი წარმატებისთვის ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიაში. ჩვენს გლობალურ რეპორტში გაეცნობით შემდეგ საკითხებს: 

  • ტალანტების მოზიდვის სტრატეგიები 
  • სხვა ინდუსტრიებიდან მიღებული გამოცდილება
  • როგორ შეუძლიათ ინდუსტრიის ლიდერებს, სისრულეში მოიყვანონ Z თაობისთვის სასურველი პროგრესული იდეები 
  • ნაბიჯები ორგანული ცვლილებებისკენ, რომელიც გარდაუვალია თანამედროვე გამოწვევების პირობებში.

ჩამოტვირთეთ სრული ანგარიში

 

ინფოგრაფიკი: სტუდენტების ხედვა 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფოგრაფიკი: ინდუსტრიის ხედვა