This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ოქრო - მომავლის პერსპექტივები (ENG)
სტატია:

ოქრო - მომავლის პერსპექტივები

31 ივლისი 2020

Original content provided by BDO

ოქროს გამოყენება და დაფასება ძველი წელთაღრიცხვის 4000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. პირველი ოქროს მონეტები ლიდიაში, მცირე აზიაში მოიჭრა ძველი წელთაღრიცხვის 560 წელს და ქაღალდის გამოგონებამდე ვალუტის დანიშნულებით გამოიყენებოდა. 

დღეს ოქრო აგრძელებს თავის მნიშვნელოვან როლს გლობალურ ეკონომიკაში, ასევე გამოიყენება ტექნოლოგიებში, სამკაულების დასამზადებლად და ზოდების საწარმოებლად - ძვირფასეულობის შესანახად რთულ პერიოდში. 

ოქროს ემოციური, კულტურული და ფინანსური ფასეულობა აქვს და განსხვავებული ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ოქროს იძენენ სხვადასხვა მიზნისთვის, უფრო ხშირად ნაციონალური სოციო-კულტურული ფაქტორების, ადგილობრივი ბაზრის გარემოებისა და უფრო ფართო მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. 

გლობალურ პანდემიასთან ერთად, ოქრომ დროთა განმავლობაში მიძინებული მნიშვნელობა და ფასი აღიდგინა. 2020 წლის I კვარტალში ოქროზე მოთხოვნა 36%-ით გაიზარდა დასავლელი ინვესტორების მიერ მარაგების შეძენის გამო, თუმცა ამავე პერიოდში,  საიუველირო ნაკეთობების გაყიდვის მაჩვენებელი დაეცა ყველაზე დაბალ რეკორდულ მაჩვენებლამდე. ეს მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა ჩინეთში, ქვეყანაში, რომელიც საიუველირო ნაწარმის უმსხვილესი შემსყიდველია და პირველი ბაზარია, რომელმაც მიიღო ეპიდემიის დარტყმა. 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ოქრო ისევ რჩება საიმედო, საინვესტიციო პროდუქტად, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოაქვს შემოსავალი და თავისი ეფექტურობით ჯობნის აქტივების უმთავრეს კლასებს. 

ოქროსა და იმ ფაქტორებზე ინფორმაციის მისაღებად, რომელმაც გავლენა იქონია მის გააქტიურებაზე, ჩამოტვირთეთ ჩვენი ანგარიში.