This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • რა გავლენა აქვს COVID-19-ს გარემოზე? (ENG)
სტატია:

რა გავლენა აქვს COVID-19-ს გარემოზე?

22 იანვარი 2021

Original content provided by BDO

COVID-19-ის გავლენა გარემოზე შერეულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეულწილად გააუმჯობესა გარემო პირობები, არსებობს სხვა ნეგატიური ეფექტი, რომლის ნაწილიც აშკარაა, ნაწილი კი ნაკლებად. 

მოკლედ რომ ვთქვათ, პოზიტიურ ეფექტს წარმოადგენს სათბური გაზების (GHG) ემისიების შემცირება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება, ხმაურით დაბინძურების შემცირება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ველური ბუნების აღდგენა. ნეგატიურ ეფექტს კი სამედიცინო ნარჩენების რაოდენობის მატება, პირადი დაცვის აღჭურვილობის (PPE) უტილიზაცია, კომუნალური ნარჩენების ზრდა და მათი გადამუშავების მაჩენებლის შემცირება წარმოადგენს. 

იმ პირობებში, როცა მსოფლიო არსებული სიტუაციის საერთაშორისო შესწავლაზე შეთანხმდა, ვირუსთან დამოკიდებულებისა და მასზე რეაგირების შედეგებს დიდი ალბათობით, წლების შემდეგ მივიღებთ. ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გლობალური პანდემიის მიზეზს ადამიანის იმგვარი ქმედებები წარმოადგენს, როგორიცაა ტყეების ჩეხვა, ცხოველებით ვაჭრობა და ურბანიზაციის ზრდა. აქამდე მედიცინის მიღწევებს არაერთი ეპიდემია დაუმორჩილებია, თუმცა ბევრი ამტკიცებდა, რომ ამ მასშტაბის პანდემიის დადგომა ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო. 

COVID-19 იქცა ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად, რომელმაც წელიწადზე ნაკლებ დროში 1,5 მლნ ადამიანის დაღუპვა გამოიწვია

COVID-19 არის ბოლო დროს გავრცელებული ზოონოზური დაავადება, რომელიც კარგად აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ადამიანი და ბუნება. ბუნებასთან ინტერაქცია ადამიანს აყენებს ცხოველის სხვადასხვა დაავადებით დაინფიცირების რისკის ქვეშ. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 3-4 ინფექციური დაავადება გვხვდება, რომელთა დიდი ნაწილი ველურ ცხოველებთან არის დაკავშირებული. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ადამიანების დაავადების დაახლოებით 60-70%-ს ცხოველური ფესვები აქვს. ზოონოზური დაავადებების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობა ფუჭდება და ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა COVID-19-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტია. კორონავირუსთან დაკავშირებული ნარჩენები მსოფლიო დაბინძურების ახალ ფორმად იქცა. კარანტინმა, იზოლაციამ და სოციალურმა  დისტანცირებამ მიგვიყვანა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის ზრდამდე (15-25%) და სამედიცინო ნარჩენების მატებამდე (10-დან 20-ჯერ) სამედიცინო დაწესებულებებში. 

2020 წლის დასაწყისიდან დიდი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალება იქნა გამოყენებული გზების, კომერციულ და საცხოვრებელ რაიონებში COVID-19-ის ვირუსის გასანადგურებლად. ამ სადეზინფექციო საშუალებებს მოქმედების პროცესში ბევრი გარემოსთვის საჭირო ცოცხალი ორგანიზმის განადგურებაც შეუძლია, რითაც ირღვევა ეკოლოგიური ბალანსი. სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებების დიდი ნაწილი, როგორიც არის ხელის საპონი მაღალი პროცენტულობით შეიცავს ჰორმონ ტრიკლოზანს (TSC), რომელიც მზის სხივის ზემოქმედებით დიოქსინად გადაიქცევა და შემდეგ ჩვენს წყლის სისტემებში ხვდება. 

COVID-19-ის ნარჩენების რაოდენობის ზრდამ გავლენა იქონია ნარჩენების მართვის სისტემებზე (WM). შემცირდა დასაქმება / მომუსავე ადამიანების აქტივობა და შესაბამისად შემცირდა ძალისხმევა ნარჩენების გადამუშავებაზე, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა საერთო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის პრობლემა. ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ხარჯების ზრდის გამო, მუნიციპალური ბიუჯეტები შესუსტდა. რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა შეზღუდვა ნარჩენების გადამუშავების მოცულობაზე, რათა შემცირდეს ვირუსით დაინფიცირების რისკი. 

პანდემიას ბევრი პირდაპირი და ირიბი გავლენა ჰქონდა, რომელიც მეტად გააზრებული იქნება უახლოეს თვეებში ან შესაძლოა წლებში, თუმცა რაც ნათელია მოკლე პერსპექტივაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ დავიცავთ და აღვადგენთ დედამიწის ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ახლა საკმაოდ რთულ პირობებშია. 

მშენებლობა მდგრადი განვითარების გათვალისწინებით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ჩვენი განვითარებისთვის. წარმოგიდგენთ 8 შესაძლო სტრატეგიას, რომელიც განხილული უნდა იყოს ყველა დონეზე მთავრობის, ბიზნესისა და საზოგადოების მიერ. 

1.     მდგრადი ინდუსტრიალიზაცია 
ფოკუსირება ნაკლებენერგიულ ინდუსტრიებზე, საწვავის უფრო სუფთა სახეობებზე, ტექნოლოგიებსა და ძლიერი ენერგოეფექტური პოლიტიკის შექმნაზე. 

2.     მწვანე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება კერძო ტრანსპორტის ნაცვლად, საზოგადოებრივი ველოსიპედების, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ტრანსპორტის გაქირავების პოპულარიზაცია. 

3.     ენერგიის განახლებადი წყაროები 
იზრდება ენერგიის განახლებადი წყაროების - მზის, ქარის, წყლის,  გეოთერმული ენერგიის და ბიომასის გამოყენების  ხვედრითი წილი. 

4.     ჩამდინარე წყლები და გასუფთავება 
წყლის წმენდის კონტროლი როგორც საწარმოო, ისე კომუნალურ მეურნეობაში, გასუფთავებული ჩამდინარე წყლების მეორადი გამოყენება გზების, ტუალეტების დასუფთავებისა და სხვა მსგავსი მიზნებისთვის. 

5.     ქცევის ცვლილება ყოველდღიურ ცხოვრებაში 
ახალი სამუშაო ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა სრულად ან ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმი, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანმრთელი და მწვანე სტილის პროპაგანდა. 

6.     ნარჩენების გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება 
ფართო ინფორმაციული/საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება ნარჩენების სწორად განცალკევების, სწორად მოპყრობის და განკარგვის თემაზე, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სახიფათო და ინფექციური სამედიცინო ნარჩენები ნადგურდებოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად. 

7.     ეკოლოგიური აღდგენა და ეკოტურიზმი 
ეკოტურიზმის პრაქტიკის გამყარება და მდგრადი საარსებო საშუალებების პოპულარიზაცია, კულტურისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. 

8.     საერთაშორისო თანამშრომლობა 
საერთაშორისო ავტორიტეტების (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამები) აქტიური მონაწილეობა ახალი პოლიტიკისა და მისი შესრულების კოორდინაციის ნაწილში.  

დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტში.