This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • რისკების გლობალური სურათი 2021 (ENG)
რეპორტები:

რისკების გლობალური სურათი 2021

12 ივლისი 2021

Original content provided by BDO United Kingdom

რატომ ვერ უპასუხა პანდემიას სათანადოდ სწრაფად გლობალური ბიზნეს ლიდერების მეოთხედმა? საკმარისია თუ არა მისაღები რისკის დაშვება კრიზისისგან თავის დასაცავად და უნდა გადახედოთ თუ არა ბიზნესრისკების მართვის თქვენეულ მეთოდებს? ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ კითხვათაგან, რომელიც განხილულია BDO-ს მორიგ ანგარიშში "რისკების გლობალური სურათი 2021". 

500 გლობალური ბიზნესლიდერის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რისკების გლობალური სურათის მე-6 გამოცემა განიხილავს იმ ბიზნეს ლიდერების თვისებებს და მახასიათებლებს, ვინც ყველაზე უკეთ ადაპტირდა პანდემიის პერიოდში. ანგარიშში განხილულია რისკების მართვის და შემცირების ყველა ასპექტი დაწყებული 'გადაბრალების' კულტურით და ხარვეზებით ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დასრულებული ტექნოლოგიების დანერგვით. 

ანგარიში და გამოკითხვა მოიცავს მთელ რიგ საკითხებს და გვაწვდის დიდი მოცულობის სასარგებლო მონაცემებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გზას, როგორ ამოიღოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია და გამოიყენოთ მსჯელობისა და ანალიზისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველა კატეგორიის მკითხველი ანგარიშში მისთვის საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავს.

ჩამოტვირთეთ ანგარიში და წაიკითხეთ დეტალურად ამ თემებზე:  

  • როგორ ადაპტირდა ბიზნესი უპრეცედენტო ცვლილებებთან
  • როგორ შეიცვლება რისკ მენეჯმენტის გრძელვადიანი პრინციპები მიმდინარე წლის შემდეგ
  • რა არის ე.წ. "გადაბრალების კულტურის" (blame culture) საფრთხე
  • რა აკავშირებს ერთმანეთთან ტექნოლოგიებს და რისკ მენეჯმენტს
  • რა რისკებს მოელიან CEO-ები ამის შემდეგ და როგორ ესახებათ მათთან გამკლავება.

მიიღეთ რისკების გლობალური ანგარიში თქვენი რეგიონისთვის 

ჩვენ მოვამზადეთ რისკების ანგარიში ოთხი რეგიონისთვის, რომელიც განიხილავს სხვადასხვა ბიზნესრისკს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და APAC რეგიონისთვის. 

დარეგისტრირდით და ჩამოტვირთეთ ძირითადი დოკუმენტი, რომ გაეცნოთ რეგიონალურ პუბლიკაციებს. 

ჩამოტვირთეთ რისკების მართვის გლობალური სურათი 2021

 

კარგი შესაძლებლობა მონაცემების ჩასაღრმავებლად

ინფორმაცია, რომელიც რისკების მართვის გლობალურ სურათშია წარმოდგენილი, ეფუძნება 500 C-suite აღმასრულებლის გამოკითხვას და თქვენთვის ხელმისაწვდომია მონაცემთა ვიზუალიზაციით. ინსტრუმენტი აჩვენებს ძირითად მონაცემებს და საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ თქვენთვის სასარგებლო მონაცემები. 

აღმოაჩინეთ მონაცემები

 

დაინახე ახლებურად

BDO-ში ჩვენ ვმუშაობთ ანტრეპრენერებისა და ინდუსტრიის ლიდერების მხარდამხარ. პანდემიის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად შევიმუშავეთ ახალ რეალობაში ლავირების ახალი მოდელი. Rethink ბიზნესლიდერებს სთავაზობს რჩევებსა და პრაქტიკულ გაიდლაინებს, რათა  ახლებურად შეხედონ თავიანთ ოპერაციებს და მიაღწიონ მდგრადობას პოსტ კრიზისულ პერიოდში.