This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
ბლოგი:

როგორი იქნება ცოცხალი გართობის ინდუსტრია 5 წლის შემდეგ?

12 ნოემბერი 2021

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია მომზადებულია BDO-ს მიერ

გახდება თუ არა ვირტუალური რეალობა (VR), გაძლიერებული რეალობა (AR) ან მეტავერსი (Metaverse) ცოცხალი გართობის ინდუსტრიის ნაწილი? თუ შევძლებთ, რომ უწინდებურად დავუბრუნდეთ გართობას ლაივ რეჟიმში, როგორც მიჩვეული ვართ? 

იმის გათვალისწინებით, რომ ლოქდაუნის აუცილებლობა თანდათან იკლებს, ცოცხალი შეკრებების პრაქტიკაც ნელ-ნელა ბრუნდება, თუმცა პანდემიამ აქაც ბევრი რამ შეცვალა. 

ივენთმენეჯერები და მედიაკომპანიები მსოფლიო მასშტაბით ახლა იმას არკვევენ, თუ როგორ აისახება პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები ცოცხალი გართობის ინდუსტრიაზე მომავალში.

მაგალითად, ხომ არ არჩევენ ღონისძიების მონაწილეები, რომ ისევ ონლაინ შეუერთდნენ შეკრებას მაშინც, როცა ტრადიციული ფორმატი დაბრუნდება? 

ლაივი Fortnite-ზე

2019 წელს, ამერიკელი დიჯეის Marshmello-ს ვირტუალურმა კონცერტმა Fortnite-ზე 10 მლნ-ზე მეტი მაყურებელი გააერთიანა. 2020 და 2021 წლებში მუსიკა ლაივ რეჟიმში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა არამარტო ადრეულ მეტავერსად მოხსენიებულ Fortnite-ის პლატფორმაზე, არამედ ბევრ სხვა კომპიუტერულ თამაშშიც, რომლებიც მსოფლიო ვარსკვლავების პერფორმანსებს შეიცავს. 

ვირტუალური ივენთების ბევრმა სხვა პლატფორმამ განიცადა სწრაფი ზრდა პანდემიის პირობებში, რადგან მომღერლებმა და სხვა პერფორმერებმა ვირტუალური კონცერტების ჩატარება დაიწყეს.

აი თითქმის გავცდით COVID-ის ზეგავლენის ყველაზე უარეს პერიოდს გართობის ინდუსტრიაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი მაყურებელისთვის სასურველი საკონცერტო გამოცდილება მაინც ეკრანის წინ floss-ის ცეკვით შემოიფარგლება  (გულში ღრმად გვწამს, რომ ეს  მხოლოდ Fortnite-ის ამბავია). იმ ადამიანების 91%, ვინც ლაივში უყურებდა ღონისძიებებს პანდემიის დროს, აცხადებს, რომ ისევ ასე გააგრძელებს მაშინაც კი, როცა ცოცხალი შეკრებები დაბრუნდება. 

ვირტუალური VIP

ვირტუალურ კონცერტებსა და ღონისძიებებს ლაივ რეჟიმში აქვს უნიკალური დადებითი მხარე, რითაც მაყურებელს იზიდავს. მაგალითად ის, რომ ფორმატი ითვალისწინებს ჩართულობისა და ინტერაქციის შესაძლებლობას, რომ არაფერი ვთქვათ დამატებით გაყიდვებზე. 

ბილი აილიშმა აჩვენა არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ გართობის რა ელემენტები შეიძლება შესთავაზო  ბილეთიან მაყურებელს პერფორმანსის ლაივ სთრიმინგის დროს. სხვადასხვა Augmented reality გამოსახულება სიმღერებს შორის ერთმანეთს ენაცვლებოდა. ვისაც ბილეთი ჰქონდა, შეეძლო ვირტუალურად შესულიყო ბრენდ მაღაზიაში და ერთმანეთთან ესაუბრა კომენტარების მეშვეობით. 

ვირტუალური VIP გამოცდილება და ინტერაქციის შესაძლებლობა, როგორც ჩანს, მოთხოვნადია. ლაივ მუსიკის მოყვარულების გამოკითხამ აჩვენა, რომ მათი 82% მზად არის გადაიხადოს ამ სახის დამატებით კონტენტში. 

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის ეს მხარე ჯერ-ჯერობით საწყის ეტაპზეა, ივენთ კომპანიები უკვე სწავლობენ ბევრ ისეთ შესაძლებლობას, როგორიც არის ხმის მიცემის საშუალება სცენის განათების ან დეკორაციების თაობაზე, ან სულაც კონცერტის მუსიკალური კონტენტის შერჩევისას.

ინვესტიცია პროგრესში

ივენთების განსხვავებული მოწყობა და ვირტუალურისა და რეალურის მიქსი კონცერტებსა და შეკრებებში უკვე აისახა ინვესტიციებში შერწყმისა და შეძენის (M&A) მიმართულებით. არის მაგალითად აქტივობა კურატორის მიერ მართული პლატფორმების კუთხით ონლაინ კონცერტებისა და ღონისძიებებისთვის. როგორც Netflix-ისა და Disney+-ის შემთხვევაში, რა კონტენტსაც სთავაზობთ, გარიგების ღირებულებაც ამის მიხედვით დგინდება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  Live Nation Entertainment Inc., რომელმაც იანვარში კომპანია Veeps Inc.-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და 2020 წელს ჩაატარა 1000 სთრიმინგ შოუ ბილეთებით. გარიგება Live Nation-ს საშუალებას აძლევს შესთავაზოს პირდაპირი ტრანსლაცია სთრიმინგის ჩაწერის და სპეციფიკაციების დაყენების ფუნქციით

ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა კომპანიებსა და სტარტაპებში, რომლებიც იყენებენ ახალ ედონებს არსებულ ფორმატებში, როგორიც არის: ჰიპერთარგეთირებული რეკლამებიდრონის სელფები, გაძლიერებული რეალობა (AG) და ვირტუალური რეალობა (VR)

მოვლენების გავნითარებაში ასევე ერთვებიან წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. მაგალითად, Sony-მ შექმნა Sony Immersive Music Studios. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პროექტი იყო იმერსიული 3D მუსიკალური ვიდეო, რომელიც შეიქმნა იმავე გეიმინგ პლატფორმაზე, რასაც Fortnite-ი იყენებს.

ცოცხალი ტალანტი?

ნუთუ ღონისძიებების მომავალი მთლიანად ციფრულია?

მოკლე პასუხია არა.

უფრო გრძელი პასუხი კი ასეთია: ჩვენი ხედვით, მომავალი ცოცხალი ივენთების და შერეული რეალობის ნაზავისაა. ეს უკანასკნელი დიდად სავარუდოა, რომ მოერგოს როგორც ცოცხალი ღონისძიებების მოყვარულების, ისე ონლაინ მაყურებლების გემოვნებას. ცოცხალი ღონისძიებები ვირტუალურით არ ჩანაცვლდება, არამედ გაძლიერდება და გამდიდრდება AR შესაძლებლობებით. 

ამასთანავე, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვლება თავად არტისტებისთვისაც. 

შეგეძლოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვირტუალურად დაესწრო ღონისძიებას ლაივ რეჟიმში, რომელიც ბრაზილიაში იმართება, არაჩვეულებრივია. ეს არტისტებსაც უზრდის შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან გლობალური ნიშა და გაზარდონ თავიანთი აუდიტორია. 

თუმცა, თუ მაგალითად ბრაზილიაში ცოცხლად არავინ დაესწრება ივენთს, მაყურებლისთვისაც და შემსრულებლისთვისაც ეს სახარბიელო გამოცდილება არ იქნება, თუ ჩვენება ბევრი ვირტუალური კონტენტით არ დაიტვირთება. ეს შესანიშნავი სიახლეა ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიც არის დუა ლიპა, რომელმაც მოახერხა და ლაივსთრიმისთვის გაყიდა 284 000 ბილეთი, თუმცა ინდი არტისტებისთვის საქმე ცოტა მრუმედაა. 

ასეთი არტისტების მხარდასაჭერად სულ უფრო მეტი პლატფორმა იქმნება, ასე რომ იმედია რეალობის ახალი მიქსი პატარა არტისტების პოტენციალს უფრო გამოაჩენს და დაეხმარება მათ გლობალურ ასპარეზზე გასვლაში. 

უახლოეს 5 წელიწადში გაგრძელდება ანალოგური და ციფრული გამოცდილების მიქსის გამოყენება. ამასთან, იქნება შერწყმისა და შეძენის ბევრი ფაქტი და იდუსტრია აჩვენებს თუ ვინ გახდება ლაივ ივენთების ბაზრის Facebook-ი და ვინ დარჩება უღიმღამო Myspace-ის ექვივალენტად ინდუსტრიაში. 

დამატებითი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, იქნება თუ არა რეალური ღონისძიებების მომავალი დამოკიდებული Facebook-ისნაირ პლატფორმებზე, ან დარჩება თუ არა საასპარეზო ადგილი პატარა ივენთ ორგანიზატორებისთვის ან სულაც ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც მხოლოდ "ანალოგიური" სივრცის ნიშას დაიტოვებენ?