This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • რა ვიცით წყლის შესახებ (ENG)
პუბლიკაცია:

რა ვიცით წყლის შესახებ

04 თებერვალი 2022

Original content provided by BDO Centers

რას ნიშნავს წყალი ადამიანებისთვის? როგორც სიცოცხლის საწყისი დედამიწაზე, წყალი კაცობრიობის არსებობის წინაპირობაა მილიონობით წლის განმავლობაში. როგორც ევოლუციის ფუნდამენტური კომპონენტი და სასიცოცხლო ელემენტი დედამიწაზე მიმდინარე პროცესებისთვის, წყალი არსებითად მნიშვნელოვანია ბიოლოგიური, გეოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის. 

წყალი არაერთგვაროვანი, კომპლექსური რესურსია. საუკუნეების განმავლობაში სამეცნიერო კვლევების ობიექტია და მაინც მალავს თავისი წარმომავლობის საიდუმლოს ჩვენს პლანეტაზე. 

დედამიწა "ლურჯ პლანეტად" იწოდება, რადგან მისი ზედაპირის 71% წყლით არის დაფარული. თუმცა, აქედან მხოლოდ 3%-ზე ნაკლებია მტკნარი, ხელმისაწვდომი კი სულაც 1%. როგორც იშვიათი რესურსები, მტკნარი წყალიც არაერთგვაროვნად არის განაწილებული დედამიწაზე, რაც მრავლობით რისკს წარმოშობს ეკოლოგიური, სოციალური და ფინანსური ეკოსისტემების და შესაბამისად ამ ეკოსისტემებზე დამოკიდებული საზოგადოებრივი ჯფუგებისთვის. არასაკმარისი წყალი და მისი შედეგები - გვალვა, წყალდიდობა და სხვა მოვლენები, რომელსაც თავის მხრივ ხანმოკლე ან ხანგრძლივი სავალალო შედეგები მოაქვს, კაცობრიობის მიერ დაუყოვნებლივ გადასაჭრელი პრობლემების სიაშია.

ზოგიერთ რეგიონში წყლის რესურსებზე არათანაბარი და ლიმიტირებული წვდომა იწვევს პოლიტიკურ კონფლიქტებს, ასევე განსაზღვრავს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მისი მნიშვნელოვანი წვლილის გამო ყველა სექტორში: სოფლის მეურნეობა და კვების პროდუქტების წარმოება, საწარმოო განვითარება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში წყლის გლობალური მოხმარება 6-ჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი წელიწადში 1%-ით იზრდება მოსახლეობის რაოდენობის მატების, ეკონომიკური განვითარებისა და მოხმარების მოდელების ცვლილების ხარჯზე. სამომავლო  შეფასებების თანახმად, გლობალური მოთხოვნა წყალზე მკვეთრად, 55%-ით გაიზრდება შემდგომი სამი ათწლეულის განმავლობაში, რაც ძირითადად აისახება გადამამუშავებელ მრეწველობაზე (+400%),სითბურ ენერგიასა (+140%) და საყოფაცხოვრებო გამოყენებაზე (+130%). ამდენად, არ შეიძლება სათანადო შეფასება არ მიეცეს წყლის გამოყენების საწარმოო-საყოფაცხოვრებო ჯაჭვს წარმოების სხვადასხვა სფეროში. შემდგომი სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გლობალური ქმედებები. 

რა მყისიერი და გრძელვადიანი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ამ შეუფასებელი ბუნებრივი რესურსის პოტენციალი?

წაიკითხეთ დეტალურად ანგარიში The Future of Water: A human and business priority, Water Es·sen·tials, რომელიც AQUA Point-of-View-ს  სერიების პირველი ნაწილია და დაელოდეთ საინტერესო პუბლიკაციის გაგრძელებას მალე.

 

ჩამოტვირთვა