This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO-ში კომპანიის მონაცემები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად არის დაცული
სტატია:

BDO-ში კომპანიის მონაცემები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად არის დაცული

21 დეკემბერი 2021

დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციის ხელმისავწდომობა აუცილებელი პირობაა, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის. შესაბამისად დიდი რაოდენობით ინფორმაციის შეგროვების, გაცვლის და დამუშავების ეპოქაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა მისი დაცულობა.

BDO-ს  სხვადასხვა ინდუსტრიებთან თანამშრომლობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ  აჩვენა რომ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ინფორმაციის დაცულობაა. ამასთან საერთაშორისო სტანდარტის ISO სერთიფიკატის ფლობა არის ნიშანი  მაღალი ხარისხის სერვისისა და გამართული პროცესებისა კომპანიაში.

BDO-მ უკვე დიდი ხანია წარმატებით დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი ISO/IEC 27001 და გაიარა შესაბამისი სერტიფიცირება.

სტანდარტის დანერგვის ყველა სამუშაო BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების მიერ შესრულდა, ხოლო აუდიტი ჩაატარა და შესაბამისი სერტიფიკატი გასცა წამყვანმა ევროპულმა კომპანია EuroCert -მა, რომელიც სასერტიფიკატო მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა.

ISO/IEC 27001 წარმოადგენს მენეჯმენტის აქტიური ჩართულობით რისკების ეფექტურად მართვაზე დაფუძნებულ სისტემას, რომლის მიზანია მონაცემთა უსაფრთხოება და ბიზნეს პროცესების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

ISO/IEC 27001 ერთადერთი აუდირებადი საერთაშორისო სტანდარტია,რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. BDO-ს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფიზიკური უსაფრთხოების მთელ რიგ კონტროლებს კომპანიის თანამშრომლებისა და კლიენტების ინფორმაციის დაცულობისთვის.

BDO-ს გამორჩეული მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა  უსაფრთხიების საერთაშორისო სტანდატრების მიხედვით. ჩვენი მომხმარებლები  კი დარწმუნებულები არიან რომ მათი კომპანიის მონაცემები დაცულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.