This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
სტატია:

საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო კომპანიებისთვის

28 აპრილი 2021

ავტორი:ავქოფაშვილი, ქეთი/კონსულტანტი,საგადასახადო მიმართულება |

ქვეყნის რეგიონული ჰაბის პოტენციალის გაძლიერებისა და მულტინაციონალური კომპანიების დაინტე  რესებისთვის, საქართველოს მთავრობა 2020 წლის ოქტომბრიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიმართულებით.

ამ მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და საზღვაო ნავიგაციის სფეროში ჩართულ ქართულ და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას საზღვარგარეთ ეწევიან, მიეცათ საშუალება მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით : მოგების და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით, ხოლო დივიდენდის წყაროსთან დაბეგვრისა და ქონების (მიწის გარდა) გადასახადისათვის - 0%.                          

Timeline

Description automatically generatedსტატუსის მისაღებად კანონმდებლობით გასათვალისწინებელია რამდენიმე მოთხოვნა:  

ნებადართული საქმიანობა 

სტატუსი ენიჭება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზღვაო-სანაოსნო სფეროს კომპანიებს.    შესაბამისად, დადგენილია ამ სფეროებში ნებადართული საქმიანობების კონკრეტული ჩამონათვალი. 

სავალდებულო გამოცდილება 

სტატუსის მინიჭებისთვის მოითხოვება ნებადართული საქმიანობების განხორციელების არანაკლებ   ორწლიანი გამოცდილება, რომელსაც შეიძლება ფლობდეს როგორც დაინტერესებული კომპანია, ასევე მისი დამფუძნებელი.  

სტატუსის მინიჭების პროცედურა

სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, განცხადების დადგენილი ფორმით წარდგენისა და შემოსავლების სამსახურისთვის თანდართული მასალების წარდგენის შემდეგ. საქართველოს   მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების   შესახებ. ამასთან, სტატუსი ენიჭება უვადოდ. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება უკვე აქტიურად ხორციელდება. იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც უკვე მინიჭებული აქვთ სტატუსი, მოცემულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე: https://rs.ge/InternationalOrgStatus

დაინტერესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნახოთ შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის:

► საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი

► საქართველოს მთავრობის Res619 დადგენილება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის დადგენის, ნებადართული საქმიანობის ნუსხისა და ცალკეული ხარჯების დამტკიცების შესახებ

► განცხადების წარდგენის ფორმა, რომელიც მოცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით №996 საგადასახადო ადმინისტრირების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ზოგადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, სტატუსის მინიჭების პროცესი საკმაოდ სპეციფიკურია და მნიშვნელოვანია დამატებითი ნიუანსების გათვალისწინებას. შესაბამისად, BDO აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით დაინტერესებულ მხარეებთან და რამდენიმე კომპანია დღეს უკვე წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო სტატუსით.


საერთაშორისო სტატუსის შესახებ დამატებითი კითხვებისა და პროცედურული დეტალების დასაზუსტებლად დაგვიტოვეთ საკონტაქტო.

საკონტაქტოს დატოვება