This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • აირჩიეთ ენა: KA EN 
  • საკანონმდებლო მაცნე / ივლისი 2021 no.4

საკანონმდებლო მაცნე / ივლისი 2021 no.4

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება

 

ცვლილება დადგენილებაში

საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ელექტრონული ფორმით

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 ივნისის №264 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში. კერძოდ, ცვლილება შევიდა მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც განიმარტა, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის წარდგე­ნა შესაძლებელია ელექტრონულადაც განხორციელდეს. ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნას შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. ასევე, განიმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს განცხადებაში არსებული ხარვეზის შესახებ შესაძლოა ელექტრონული ფორმით ეცნობოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) გამოყენებით თავის ავტორიზებულ გვერდზე.

დამატებით განიმარტა, რომ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით, სსიპ − შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ჩაითვლება კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილად.

ცვლილება ძალაშია 2021 წლის 9 ივნისიდან.

 

ცვლილება მეთოდურ მითითებაში

მეთოდური მითითება დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ

2021 წლის 17 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის №19593 ბრძანებით დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდურ მითითებას დაემატა დანართი №8, რომელშიც მოცემულია მაგალითები მომსახურების გაწევის შესახებ.

გარდა ამისა, ახალი მაგალითები დაემატა მე-3 დანართს (ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები) და მე-6 დანართს (მომსახურების გაწევის ადგილი).

ცვლილება ძალაშია 2021 წლის 17 ივნისიდან.