This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება

მზარდი კონკურენციის და გლობალიზაციის პირობებში, როცა კომპანიები აქტიურად აფართოებენ საქმიანობას მსოფლიო ბაზარზე, ინვესტორების და ბიზნესის მფლობელთა ნდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საერთაშორისო ზრდის შესაძლებლობების, საფონდო ბირჟაზე გასვლის და ფინანსების სხვა გზით მოძიების საქმეში.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მიზნად ისახავს გონივრული რწმუნების მოპოვებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.

სრული და ზუსტი ფინანსური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ აუდიტის შემდეგ, სწორედ ამ ნდობის გამყარების საფუძველია.

ბიდიოს ექსპერტები მზად არიან კლიენტებს გაუწიონ სრული სპექტრის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც ბიზნესის მფლობელების, ინვესტორების, მარეგულირებელი ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს აკმაყოფილებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს მარწმუნებელი და არამარწმუნებელი გარიგებების, ისტორიული ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვის და სხვა მრავალი საჭიროების ფარგლებში.

ქვემოთ ჩამოთვლილია მაგალითები, როდის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი კლიენტებისთვის მათი ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად:

  • ფინანსური ანგარიშგების ან ინფორმაციის შუალედური და საბოლოო მიმოხილვა
  • ფინანსური ანგარიშგების ინდივიდუალური კომპონენტების აუდიტი ან მიმოხილვა
  • შეთანხმებული პროცედურები
  • აუდიტისა და მიმოხილვისაგან განსხვავებული მარწმუნებელი მომსახურება