This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • კორპორაციული ფინანსები: შეთავაზებები COVID19-ის საპასუხოდ

როგორ შეიძლება BDO დაგეხმაროთ არსებულ ვითარებაში?

 

პრობლემა: შემცირებული შემოსავლები და შეზღუდული სამუშაო კაპიტალი

  • BDO-ს შეუძლია დაგეხმაროთ შეაფასოთ თქვენი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა არსებულ კრიზისულ სიტუაციაში
  • ჩვენ დაგეხმარებით გააანალიზოთ ბიზნესის მომგებიანობა შემცირებული შემოსავლების პირობებში და მოამზადოთ განახლებული პროგნოზები, რათა განსაზღვროთ: ა) საკმარისია თუ არა კომპანიაში ამჟამად არსებული სამუშაო კაპიტალი მისი უწყვეტი ფუნქციონირებისთვის და ბ) რა ოდენობის სამუშაო კაპიტალია საჭირო არსებულ სიტუაციაში, რომ ბიზნესმა ფუნქციონირება შეძლოს
  • ჩვენ დაგეხმარებით შეცვალოთ უკვე არსებული ბიზნესგეგმა და მოარგოთ ის კრიზისულ სიტუაციას, მათ შორის გააანალიზოთ რესტრუქტურიზების სხვადასხვა სცენარი
  • BDO შეიძლება იყოს დამოუკიდებელი მესამე მხარე თქვენს არსებულ/პოტენციურ დამფინანსებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობაში. ჩვენ დაგეხმარებით მოლაპარაკებების თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით წარმართვაში.

 

პრობლემა: სახელშეკრულებო პირობების დარღვევა

  • BDO დაგეხმარებათ შეაფასოთ სახელშეკრულებო შეთანხმების მეორე მხარის მიერ, სახელშეკრულებო პირობების დარღვევით გამოწვეული ფინანსური და სამართლებრივი გავლენა თქვენს ბიზნესზე.

 

პრობლემა: არამომგებიანი ბიზნეს მიმართულებები

  • BDO დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ბიზნესის რომელი მიმართულება არის წამგებიანი არსებულ სიტუაციაში, გააანალიზოთ როგორ შეიძლება დანახარჯების ოპტიმიზაცია, ან საჭიროების შემთხვევაში, არამომგებიანი ბიზნეს მიმართულების მასშტაბების შემცირება.

 

გაიგეთ კიდევ რა სერვისებს გთავაზობთ BDO Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ