This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

სასამართლო დავებში მხარდაჭერა

კომპანიას შესაძლოა გარე ან შიდა ფაქტორებით გამოწვეული შემთხვევების გამო გარკვეული ფინანსური ზიანი მიადგეს რის შემდეგაც საჭირო ხდება ფინანსური დანაკარგის დათვლა და სასამართლოში დავის დაწყება კომპენსაციის მიღების მიზნით.

 

სერვისი მოიცავს:

► ყველა რელევანტური დოკუმენტაციის თუ ბუღალტრული ინფორმაციის შესწავლას

► საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მოდელის აგებას პოტენციური შემოსავლების /მოგების დასადგენად 

► საბოლოო შედეგის/მიუღებელი მოგების ან მოსარჩელეს არგუმენტების გამანეიტრალებელი ანალიზის წარდგენას ანგარიშში

 

კომერციული დავების გადაწყვეტა

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ზარალების ან ფინანსური დანაკარგების განსაზღვრაში ბიზნესის ყველა სექტორსა და სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში.

ჩვენი პროფესიონალები ფართო გამოცდილებით სხვადასხვა დისციპლინაში და ბიდიოს ქსელის მხარდაჭერით ფლობენ სიღრმისეულ ტექნიკურ ცოდნას და უნარჩვევებს იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ თქვენი პროცესების ექსპერტული ანალიზი და მტკიცებულებების სრული შეფასება.

სერვისი მოიცავს:

► საწყისი ინფორმაციის მიმოხილვას და  ვალდებულებების წინასწარ ანალიზს, ადმინისტრაციულ მხარდაჭერას (წერილები  ქმედებამდე, საჩივრები, მოწმეთა ჩვენებები ექსპერტული მოწმის მომსახურება)

► ზარალების დაანგარიშებას

► დამოუკიდებელ მოსაზრებას სააღიცხვო საკითხებზე  

► გადახდისუნარიანობის გამოძიებასა 

► გადახდისუუნარობის სასამართლო დავების წარმოებას

 

თაღლითობა და ფინანსური გამოძიება

როცა თქვენი ორგანიზაცია საფრთხის წინაშე დგას, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ბიდიოს სასამართლო აღრიცხვის სპეციალისტებს შეუძლიათ, დაგეხმარონ ყველაზე მაღალ რისკიან ვითარებაში, რომელიც თაღლითობასა და კორუფციას ეხება, სააღრიცხვო უზუსტობების გასწორებაში, სასამართლო დავების გადაწყვეტაში, მონაცემთა აღდგენასა და ფართო სპექტრის შესაბამისობის საკითხებში.

 

სერვისი მოიცავს:

► თაღლითობის, კორუფციის და მექრთამეობის გამოძიებას

► აქტივების კვალის აღმოჩენას და დაბრუნებას

► ზარალების გამოთვლას 

► დოსიეს კვლევებს და სტატისტიკურ შემოწმებას

► სპეციალიზებულ კონსულტაციებს აღმასრულებელი საბჭოსთვის

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება