This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • უძრავი ქონება და სამშენებლო სექტორი

უძრავი ქონება და სამშენებლო სექტორი

უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში. მათ შორის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მოცემულ ინდუსტრიაში BDO Legal-ს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა აქვს. ეს უპირატესობას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს გავუწიოთ მრავალმხრივი კონსულტაცია რათა შეიმუშაონ სამართლებრივი და საგადასახადო სტრუქტურა უძრავი ქონების ტრანზაქციების და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.

BDO Legal-ის გუნდი გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორიცაა უძრავი ქონების დიუ დილიჯენსი, შეძენა, ახალი პროექტების გეგმარება, სამშენებლო ნებართვები, მშენებლობა, დეველოპმენტი, ვალდებულებების უზრუნველყოფა და სხვა.

კონსულტაციები მოიცავს მხარდაჭერას, როგორც მოლაპარაკებების პროცესში, ასევე პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე; ტენდერებში მონაწილეობიდან - სამშენებლო კონტრაქტის გაფორმებამდე.

ჩვენი სერვისის საშუალებით სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს ვეხმარებით პროექტის რისკების მინიმიზაციაში. საჭიროების შემთხვევაში წარმოვადგენთ მათ სასამართლოშიც მათი მოსარჩელისა თუ დავის პოზიციის დასაცავად.