This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

საგადასახადო შესაბამისობა

მომსახურება გულისხმობს გასული ან მიმდინარე (მიმოხილვას დაქვემდებარებული) პერიოდის სამეურნეო ოპერაციების შესწავლას და მიზნად ისახავს კომპანიის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. მომსახურება გულისხმობს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზს საგადასახადო ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების დადგენის მიზნით. მომსახურების შედეგად, BDO წარმოგიდგენთ გამოვლენილი ხარვეზების, არსებული საგადასახადო რისკებისა და მათი განეიტრალების გზების შესახებ ინფორმაციას. ასევე, გაგიზიარებთ მოსაზრებებს გადასახადების მაქსიმალურად ოპტიმალურად და ეფექტიანად მართვის კუთხით.

გადასახადების აუთსორსინგი დაგეხმარებათ ბიზნეს საქმიანობა განახორციელოთ შეუფერხებლად, რადგან:

  • ბიდიო უზრუნველყოფს საგადასახადო შესაბამისობას კანონმდებლობასთან
  • მართავს თქვენ მიერ გადახდილ გადასახადებს
  • ეფექტური საგადასახადო მიდგომებით აწყობს თქვენი ინვესტიციების სტრუქტურას
  • შეიმუშავებს ოპტიმალურ საგადასახადო სტრატეგიას დაგეგმილ ოპერაციებთან მიმართებით
  • უზრუნველყოფს, რომ თქვენი საგადასახადო დაგეგმვა და ანგარიშგება მარტივად გაუმკლავდეს მარეგულირებელი ორგანოების დეტალურ შემოწმებას
 

სერვისი მოიცავს :

► გასული პერიოდის საგადასახადო მიმოხილვა

► მიმდინარე პერიოდის საგადასახადო მიმოხილვა

► საგადასახადო რისკების შესწავლა

► გადასახადების აუთსორსინგი

 

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება