This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO 2021 წლის გლობალურ ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს: სოლიდური ზრდა და შემოსავალი, რომელიც 11 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს

13 დეკემბერი 2021

სწორად გათვლილმა ინვესტიციებმა, რომელიც BDO-ს კლიენტებს მომავალი წლის განმავლობაში ეკონომიკური გაძლიერებისთვის კარგ საფუძველს უქმნის, განაპირობა კომპანიის ბალანსირებული ზრდა ყველა მიმართულებით. BDO-ს გლობალურმა შემოსავალმა 11,8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, თანამშრომლების რაოდენობა კი 6,8%-ით გაიზარდა.

  • გლობალური შემოსავლის 10,8* %-იანი ზრდა 2020 წლის შემოსავალთან შედარებით, აჩვენებს კლიენტების მაღალ მოთხოვნას BDO-ს ექსპერტულ ცოდნაზე ცვალებად ბიზნესგარემოში. *მუდმივი გაცვლითი კურსით
  • BDO-ს კონცენტრირება აუდიტის ხარისხზე, ინოვაციებზე, ტრანსფორმაციაზე, ტექნოლოგიებსა და მდგრადობაზე დაეხმარა როგორც BDO-ს ფირმებს, ისე კლიენტებს ადვილად ადაპტირებაში ახალი მომავლისთვის
  • თანამშრომლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა შესამჩნევი წინსვლით ახალი პროფილების მიმართულებით. BDO-ს 97,292 პროფესიონალი აერთიანებს მომავალზე ორიენტირებულ ტექნოლოგიებსა და ნამდვილ ინტელექტს ჭკვიანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად 1,728 ოფისში.
  • BDO-ს გაცხადებულმა მისიამ WHY დაამტკიცა თავისი ფასეულობა. ის არის ჩვენი კულტურის მთავარი ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ ვმუშაობთ კოლეგების, კლიენტებისა და საზოგადოებისთვის. ეს აისახება ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ.

ბრიუსელი, 13 დეკემბერი, 2021 წელი: BDO-მ 2021 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 11,8 მლრდ აშშ დოლარი / 9,8 მლრდ ევრო შეადგინა, რითაც წლიდან წლამდე მუდმივი გაცვლითი კურსით 10,8 %-იანი ზრდა აჩვენა (+14,8% აშშ დოლარში; +7% ევროში).

BDO-ს 1,728 ოფისში მსოფლიოს 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შეინიშნება თანმიმდევრული ზრდა. EMEA-ს რეგიონში შემოსავლები გაიზარდა +17.4%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში +16.9%-ით, მაშინ როცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ზრდა განისაზღვრა +12.6%-ით.  EMEA-სა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებზე მოდის გლობალური შემოსავლის 35% და 12%, ხოლო ამერიკა წარმოადგენს ორგანიზაციის უმსხვილეს რეგიონს 53%-იანი ხვედრითი წილით.

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება რჩება BDO-ს უმსხვილეს მიმართულებად, რომლის ხვედრითი წილი შემოსავალში 42%-ია. საგადასახადო და ბიზნეს კონსულტაციების, თითოეულის წილი 21.5%-ს შეადგენს, ხოლო ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულების 15%-ს.

 

მზარდი ინვესტიციები - განპირობებული ახალი საჭიროებებით

ჩვენი კლიენტები სწრაფი და რადიკალური ცვლილებების მომსწრენი გახდნენ, რამაც საწარმოო რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებამდე მიიყვანა ბიზნესსამყარო. პანდემიამ სხვაგვარად ფიქრი და მუშაობა გვაიძულა. BDO-ს მუდმივმა მზაობამ წამყვან ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის, საშუალება მოგვცა პულსზე ხელი გვეჭიროს კლიენტების ახალი საჭიროებების გამოსავლენად. ამგვარად, ჩვენ შევძელით ამ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება და კლიენტებისთვის ისეთი ინსტრუმენტების მიწოდება, რომელიც მათ დაეხმარება წარმატებულ ციფრულ ტრანსფორმაციაში და აქცევს მომავლის ბიზნესად. ქსელის ფირმები ახლა იმაზე მეტად მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან ვიდრე ოდესმე, რადგან ერთმანეთს უზიარებენ რესურსებს ჩვენი კლიენტების მხარდასაჭერად და ისწრაფვიან, რომ ერთობლივად განავითარონ ბიზნესი.

 კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger), BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: ”ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ მოახერხეს ჩვენმა ფირმებმა და თანამშრომლებმა მოქნილობითა და ერთობლივი ძალისხმევით შეეცვალათ BDO-ს საოპერაციო მოდელი, რომ ჭკვიანურად, წინასწარ განეჭვრიტათ ჩვენი საქმის მომავალი. ჩვენი ფირმები აგრძელებენ მიზანმიმართულ მუშაობას, რომ დაეხმარონ თანამშრომლებს, კლიენტებსა და საზოგადოებას. BDO-ს WHY კონცეფცია ადამიანები ადამიანების დასახმარებლად (People helping people achieve their dreams) არასოდეს ყოფილა ასე რელევანტური“.

 

ციფრული ტრანსფორმაცია 

BDO განაგრძობს მნიშვნელოვან ინვესტირებას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში. ჩვენი მიზანია, კლიენტებს დავეხმაროთ მიიღონ საინტერესო და ეფექტური ციფრული გამოცდილება  BDO-სთან თანამშრომლობის პროცესში.

Microsoft-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში BDO გადადის ერთიან გლობალურ ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს დროულ და ეფექტურ წვდომას ხარისხიან და უსაფრთხო IT მომსახურებაზე, სტანდარტებზე, ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებზე გლობალური ორგანიზაციის მასშტაბით. მომხმარებლის გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია BDO-სთვის IT სისტემებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სტრუქტრურირებული მიდგომა, თუ როგორ ვიყენებთ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ინოვაციური და მდგრადი პლატფორმების ასამუშავებლად, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია.

BDO-ს პლატფორმები ღრუბელზე უზრუნველყოფს დახვეწილ, შეუფერხებელ სამუშაო პროცესებს და ბიზნესის უწყვეტობას, ამავდროულად ამცირებს დანახარჯებს და ზრდის მოხმარების ეფექტურობას.

BDO-ში გვჯერა, რომ ყველაზე კარგი იდეები კრიტიკული პრობლემების გადასაყვეტად ყველგან და ყველასგან შეიძლება მოდიოდეს. ჩვენ ავამუშავეთ წარმატებული შიდა დაფინანსების პროგრამა BDO-ს გლობალური ქსელის მასშტაბით და მისი საშუალებით ვაგროვებთ საინტერესო, ამბიციურ იდეებს, რომელსაც შემდეგ მტკიცე ბიზნეს ქეისებად გარდავქმნით - საპილოტე ტესტირებიდან ფართომასშტაბიან დანერგვამდე. ძალიან მალე, პირველი ინოვაციური პროექტები ჩაეშვება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებების სახით ჩვენი ხალხის და კლიენტებისთვის.

 

ჩვენი მდგრადობის სტრატეგია

წინა წლებში BDO-ს ფირმებს გადადგმული აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიმართულებით. თუმცა ბოლოდროინდელი მზარდი რისკების და პრობლემების გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა გლობალური მოძრაობა მდგრადობის მიმართულებით. ცხადია, BDO საერთო გამოხმაურებას არ დაკლებია. 2021-ის დასაწყისში ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი მდგრადობის სტრატეგია, ორგანიზაციის შიგნით და გარეთ. მისი მიზანია მდგრადი განვითარების თემაზე მეტი განათლება, ინსპირაცია და ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უწყვეტ მოძრაობას მდგრადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისკენ ჩვენს ორგანიზაიაში და მთლიანად ინდუსტრიაში.

BDO-მ მოიზიდა მდგრადი განვითარების პროფესიონალები, კლიენტებისთვის შეიმუშავა რელევანტური მომსახურებები ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას ტრანსფორმაციის პროცესში და მომზადებას მდგრადი მომალისთვის, სადაც გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

 

ნულოვან გამონაბოლქვთან დაკავშირებული მიზნები

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მზარდი მოთხოვნები გარემოსდაცვის, სოციალური და მმართველობითი (ESG) თემების ირგვლივ ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს.

ჩვენი ორგანიზაცია, როგორც Net Zero Financial Service Providers Alliance-ის წევრი, მხარს უჭერს ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის გლობალურ მიზანს 2050 წლამდე ან უფრო ადრე, პარალელურად კი უერთდება გლობალური ტემპერატურული მატების შეზღუდვის ამბიციას 1.5°C-მდე ინდუსტრიალიზაციამდელი მაჩვენებლის ზემოთ.

იმისათვის, რომ სწორად გათვლილი ნაბიჯებით ვიმოძრაოთ ამ მიზნებისკენ, ჩვენ შევქმენით ნულოვანი გამონაბოლქვის საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გვიხელმძღვანელებს სფეროში დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით და დაგვეხმარება მყარი სტრატეგიის შემუშავებაში ამ მიმართულებით.

 

ტალანტები ყველგან

BDO რჩება ადამიანებზე ორიენტირებულ ბიზნესად. გლობალური გუნდის ცოდნა და გამოცდილება წარმატებით აერთიანებს ციფრულ ექსპერტიზას და კლიენტების საჭიროების დროულ, ადეკვატურ აღქმას. მიმდინარე წელს კომპანიაში დაფიქსირდა ახალი პარტნიორებისა და თანამშრომლების ყველაზე დიდი ნაკადი ისტორიაში (+6,8%), ბევრ მათგანს აქვს გამოცდილება მდგრადი განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ანდა ბექგრაუნდი STEM-ის (Science, Technology, Engineering, Mathematics) სფეროში, რომელიც 4 ძირითადი მიმართულების: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს.

მომავლის ორგანიზაცია დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მოქნილი იქნება. პანდემიამ ცხადად დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და თანამშრომლობა შესაძლებელი და მომგებიანია, რამაც შექმნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფირმებისთვის იმუშავონ ერთად ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ. აუთსორსინგი, მოქნილი რესურსები და ექსპერტული ჯგუფების შექმნა (საჭირო ადამიანების მოზიდვით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან) ზრდის დივერსიფიკაციის დონეს და ქმნის დამატებით ფასეულობას.

 

მიზნის ძალა

BDO მისიაზე ორიენტირებული კომპანიაა და გვჯერა, რომ სწორედ ამ გზით ყველაფერი უკეთ გამოგვდის. კონცეფცია WHY ჩვენი არსებობის ფუნდამენტური მისიაა და ის განსაზღვრავს, თუ როგორ ვმუშაობთ კოლეგების, კლიენტებისა და საზოგადოებისთვის. ეს აისახება ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ.

კიტ ფარლინგერი განმარტავს: „ჩვენ ადამიანებისა და მისიის გადაკვეთაზე ვართ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა და ადამიანები ბიზნესის წინა პლანზე. ჩვენი თანამშრომლები განაგრძობენ განვითარებასა და ადაპტირებას ცვალებად ბიზნესლანდშაფტთან ახალი ტექნოლოგიების ათვისებით, მუშაობის ახალი მეთოდებით, ახალი უნარჩვევებითა და ტალანტებით. ეფექტური გუნდები, დაკომპლექტებული BDO-ს პროფესიონალების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, გამოიყენებენ ამ მრავალფეროვნებისა და მოქნილობის სიკეთეებს წარმატების მისაღწევად ჩვენს კომპანიაში. ჩვენ ძლიერ მხარედ მისია რჩება, ჩვენი ხალხი კი, როგორც ყოველთვის, BDO-ს ყველაზე დიდ აქტივია“.

Current rating: 10 (3 ratings)