This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი პეტ კრამერი გახდა

BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი პეტ კრამერი გახდა

01 ნოემბერი 2022

ბრიუსელი, 1 ნოემბერი 2022: დღეს BDO-მ განაცხადა პეტ კრამერის (Pat Kramer), BDO კანადის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის და BDO-ს გლობალური ბორდის წევრის დანიშვნის შესახებ გლობალური აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. მან კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger) ჩაანაცვლა.

„მოხარული ვარ, რომ პოზიციას ვიბარებ კიტისგან, რომელმაც ფანტასტიური სამუშაო შეასრულა გასული წლების განმავლობაში. ის ფოკუსირდებოდა BDO-ს, როგორც გლობალური ორგანიზაციის ერთიანობაზე, რაც ეფუძნებოდა ძლიერ ლიდერობის სტრატეგიას და მოიცავდა ინიციატივებს რისკების მართვისა და ხარისხში ინვესტირების მიმართულებით. ჩემს ახალ როლში მე კიტის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ, დავიცავ და გავაძლიერებ BDO-ს, ვიხელმძღვანელებ ჩვენი არაჩვეულებრივი კულტურითა და საერთო მიზნით - People helping People. თუმცა, ამ ძირითადი მიმართულებების მიღმა, დღეს ყველაზე დიდ გამოწვევას ცვლილებების რიტმი წარმოადგენს. ახლა ისე აღარაა, რომ გზადაგზა ცვლილებები გვხვდება და უნდა ვადაპტირდეთ, ახლა ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ცვლილებების სამყაროში ცხოვრობთ“, ამბობს პეტ კრამერი.

 

ტალანტები - წარმატების გასაღები ცვლილებების სამყაროში

ბიზნესსამყაროში, სადაც ცვლილებები დომინირებს, პეტისთვის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო  ტალანტები იქნება, თავისი გამოწვევებით და შესაძლებლობებით. დაწყებული „ტალანტებისთვის ომიდან“ და დამთავრებული „დიდებული გადადგომით“, ყველა ორგანიზაცია მსოფლიოში - პატარა და საშუალოდან მსხვილ კორპორაციამდე, იბრძვის საჭირო ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც იწვევს ტალანტების მზარდ კრიზისს. ბიზნესლანდშაფტი სულ ახლანდელი კრიზისის გამო ჯანდაცვის სფეროში ყველა შესაძლო მიმართულებით შეიცვალა. ცვლილების ტემპების კვალდაკვალ, გაიზარდა ისეთი პროფილის პროფესიონალებზე მოთხოვნა, რომელიც  ბაზარზე იოლად არ იყო ხელმისაწვდომი. პანდემიის გამო ადამიანები ასევე დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა სურთ ცხოვრებისაგან. მოქნილი და ჰიბრიდული სამუშაო მოითხოვს სერიოზულ დამოკიდებულებას, ხოლო ნიჭიერი თანამშრომლების ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ფინანსური კეთილდღეობა წარმოადგენს უდავო აუცილებლობას. და ბოლოს, დღევანდელ, ახალ ტალანტებს კონკრეტული მოლოდინი აქვთ ბიზნესსამყაროში შემოსვლის დროს. ისინი დამსაქმებელს აირჩევენ არამხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების ან მენტალური ჯანმრთელობის, არამედ კორპორატიული კულტურის, ეთიკური ქცევის, ინკლუზიურობისა და მდგრადობის გამო.

პეტ კრამერი: „BDO ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებზე. ჩვენი ტალანტები - ჩვენი რეალური ძალაა. საჭირო ტალანტების გარეშე ჩვენ ვერ დავეხმარებით კლიენტებს ცვალებადი პრობლემების გადაჭრაში,  გაგვიჭირდება ხარისხის სტანდარტების დაცვა, რომლითაც ვამაყობთ და შესაბამისად, ვერ შევძლებთ ზრდას. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, ჩვენ ვაწყდებით იმავე გამოწვევებს. ამ გამოწვევების შესაძლებლობებად გარდასაქმნელად გამოვიყენებთ ქსელის წევრი ფირმების შესანიშნავ ძალისხმევას და განვაგრძობთ ინვესტირებას გლობალურ ინიციატივებში ტალანტების მოსაზიდად, სწავლებისა და განვითარების კულტურის შესაქმნელად. ქსელის წევრებს შორის ურთიერთობის გაფართოებით და ჩვენი ქსელის თანამშრომლების ერთ საკადრო რეზერვად განხილვით, ჩვენ არამხოლოდ გავზრდით პროდუქტიულობას, არამედ თანამშრომლებს საშუალებას მივცემთ გახდნენ მსოფლიოს ნამდვილი მოქალაქეები, სხვადასხვა პროექტზე ერთობლივი მუშაობითა და მეტი მოქნილობისა და შესაძლებლობის შეთავაზებით ზრდისათვის. გარდა ამისა, DE & I - დივერსიფიცირება, თანასწორობა და ინკლუზიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული მრავალფეროვანი სამუშაო ძალის უზრუნველსაყოფად, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი იქნება“.

ვეინ ბერსონი (Wayne Berson), BDO-ს გლობალური საბჭოს თავმჯდომარე დასძენს: „მისი ადრინდელი საერთაშორისო როლის წყალობით, პეტმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა ქსელის მასშტაბით და ერთხმად იქნა არჩეული ახალ პოზიციაზე. ვუსურვებთ მას წარმატებებს ახალ პოზიციაზე და ასევე მადლობას ვუხდით კიტს მისი სანიმუშო საქმიანობისთვის ბოლო წლების განმავლობაში“.

 

პეტ კრამერის შესახებ

პეტ კრამერი (კალგარი, კანადა) უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში იყო BDO კანადის აღმასრულებელი დირექტორი. ამ დროის განმავლობაში გაიზარდა კომპანიის შემოსავლები, 2021 წელს აღინიშნა კომპანიის 100 წლის იუბილე და BDO შევიდა კანადის 100 საუკეთესო დამსაქმებლის სიაში.

პეტს აქვს კანადური კომპანიების რთულ ბიზნეს საკითხებში კონსულტირების 30 წელზე ხანგრძლივი  გამოცდილება. თავისი 32 წლიანი კარიერის განმავლობაში, ის იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას. მისი ლიდერობა ძირითადად ხასიათდებოდა აქცენტით კულტურასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

პეტი BDO-ს გლობალური ბორდის კანადელი წევრია, მას შემდეგ რაც დაიკავა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტრატეგიულ დაგეგმვასა და შესრულებაში და ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციის დიდი გულშემატკივარია.