This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ჩემისახელით: BDO-ს სოციალური პროექტი

ჩემისახელით: BDO-ს სოციალური პროექტი

26 დეკემბერი 2022

#ჩემისახელით არის BDO-ს სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი დამკვეთების, პარტნიორებისა და გუნდის სახელით, მხარდაჭერა და მადლიერება გამოვხატეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების მიმართ. გვქონდა პატივი შევხვედროდით მათ მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს, მოგვესმინა გმირობის არაერთი შთამაგონებელი ისტორია მამაცი, სამშობლოზე შეყვარებული, თავდადებული ადამიანების შესახებ.

ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის მათი მეუღლეების, მამების, შვილების, ძმების ღვაწლის დაფასება და ტკივილის გაზიარება.

პროექტი ითვალისწინებს, 24 თებერვლიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გმირულად დაღუპული მებრძოლების ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას და ფოკუსირდება სამშობლოში გადმოსვენებულ მებრძოლებზე, რომლებსაც საქართველოში ოჯახები დარჩათ. ამ ოჯახებისთვის ცხოვრება უნდა გაგრძელდეს ღირსეულად და თუკი ამ პროექტით შევძლებთ მადლიერების გამოხატვას, ჩავთვლით რომ რაღაც კარგს ჩაეყარა საფუძველი.

#PeopleHelpingPeople #დიდებაგმირებს #СлаваУкраїні